ევროსაბჭოს ყველაზე დიდი საფრთხეების ანგარიშში, რუსეთი მეორე ადგილს იკავებს – 2008 წელს კი რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეების სამეულშიც კი არ შედიოდა

ევროსაბჭომ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის მთავარი საფრთხეებია დასახელებული.

ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა, ბლოკის 28 ქვეყნის ექსპერტები გამოკითხეს. შედეგებმა კი აჩვენა, რომ მთავარ საფრთხეებს შორის პირველი ადგილი რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა დაიკავა. მეორე ადგილი კი რუსეთსა და ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციებს უკავია, ხოლო მესამე ადგილზე ჩრდილოეთ კორეა იმყოფება.

2008 წელს კი რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეების სამეულშიც კი არ შედიოდა.

ანგარიშის თანახმად, ფინეთში, ესტონეთში, რუმინეთში, ლიტვასა და პოლონეთში ყველაზე დიდ საფრთხეებს ხედავენ რუსეთის მხრიდან. დასავლეთიდან კი იგივე პოზიცია აქვთ დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.