“ეკლესიაში კორუფცია, მამათმავლობა, ნარკომანია, ძველბიჭობა და ა.შ. პრობლემა არ არის”!

სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე.

“ეკლესიაში კორუფცია, მამათმავლობა, უზნეობა, ნარკომანია, ძველბიჭობა და ა.შ. პრობლემა არ არის! სამაგიეროდ პრობლემაა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ვინც ამ ყველა უზნეობას ებრძვის!”- წერს იღუმენია.

მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს:

“ტელევიზია “ერთსულოვნებას” ვუსამძიმრებ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას!!!”

 

წყარო: tzona

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.