ეკონომიკის ექვსი სექტორი, რომლებშიც ინვესტიციები საგრძნობლად შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში $1.23 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. მეტიც, ეკონომიკის 10 მთავარი საინვესტიციო სექტორიდან 6-ში ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია.

ენერგეტიკა – მინუს 30%

2018 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ენერგეტიკაში მხოლოდ $3.7 მილიონი ჩაიდო, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია. 2018 წლის სრული მაჩვენებლების მიხედვით, ამ სექტორში $157 მილიონი ჩაიდო, რაც 2017 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. ამ სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლება შესაძლოა, მისი საერთაშორისო მიმზიდველობის შემცირებაზე მიანიშნებს.

მშენებლობა – მინუს 63%

2018 წლის განმავლობაში საქართველოს სამშენებლო სექტორში სულ $103 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც 2017 წელს არსებულ $283 მილიონთან შედარებით 63%-ით ნაკლებია.

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – მინუს 64%

2017 წელს საქართველოში ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მეტი – $489 მილიონი სწორედ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში ჩაიდო, 2018 წელს კი ინვესტიციებმა მხოლოდ $174 მილიონი შეადგინა, რაც 64%-იან კლებას წარმოადგენს. P.S. მილსადენების მშენებლობა არა ენერგეტიკის, არამედ ტრანსპორტის სექტორის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნულ სექტორში ინვესტიციების ვარდნა, სწორედ შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობის დასრულებას უკავშირდება.

უძრავი ქონება – მინუს 50%

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $90 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 50%-ით ნაკლებია.

საფინანსო სექტორი – მინუს 8%

ინვესტიციები შემცირებულია საფინანსო სექტორშიც, საქსტატის მონაცემებით კლება 8%-ს ანუ $24 მილიონ დოლარს შეადგენს. 2018 წელს მთლიანობაში ამ სექტორში $277 მილიონი დოლარი ჩაიდო.

სხვა სექტორები – მინუს 30%, თანხობრივად $52 მილიონი დოლარი.

bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.