ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები გაიზარდა

ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები გაიზარდა, ხოლო მოსახლეობის სამომხმარებლო ტარიფებზე გადაწყვეტილება 27 დეკემბერს გახდება ცნობილი.სემეკ-ისთავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფის გაზრდა “სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ დაგეგმილ ინვესტიციებს უკავშირდება, რომელიც დაახლოებით 600 მილიონი ლარი იქნება.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის” ელექტროენერგიის გადაცემის მოქმედი ტარიფი 0.872 თეთრია, 2018 წლის 1 იანვრიდან 1.323 თეთრი გახდება (დღგ-ს გარეშე).

ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის მოქმედი ტარიფი 0.082 თეთრია. 2018 წლის 1 იანვრამდე 30 აპრილამდე ტარიფი 0.092 თეთრი, 2018 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე 0.412 თეთრი იქნება (დღგ-ს გარეშე).

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.