ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას საფრანგეთში ისლამის რეორგანიზაცია სურს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას საფრანგეთში ისლამის რეორგანიზაცია სურს, რათა “ეროვნული ერთიანობა და თავისუფალი ცნობიერების შესაძლებლობა შეინარჩუნოს “. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

“საფრანგეთში ისლამის სტრუქტურულ საკითხებზე ვმუშაობთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ “ფრანგული სეკულარიზმის კონცეფცია” რეორგანიზაციის პროცესში უნდა აისახოს: ეს არის კონცეფცია, რომელშიც სახელმწიფო და ეკლესია ცალკეა.

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს რწმენის ინტეგრირებას და ფუნდამენტალიზმის დაძლევას.  საფრანგეთის პრეზიდენტმა რეორგანიზაციის დასრულებამდე მისი დეტალების გასაჯაროებაზე უარი თქვა.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: