ემიგრანტი დედა საბერძნეთიდან შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს – “ვისაც შეძლება არ გექნებათ ილოცეთ ჩემი შვილისთვის”

ემიგრანტი დედა საბერძნეთიდან შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ “ემიგრანტების იმედის” ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

“განადგურებული ემიგრანტი დედა საბერძნეთიდან გემუდარებით დამეხმაროთ. 32 წლის ვაჟკაცი შვილი მეღუპება ჩემი ვაჟიკო 6 თვის წინ დაუდგინდა ჰოჯკინის ლიმფომა. შემედძლო თუ არა დიდი სახსრები გავიღეთ მკურნალობაში, მაგრამ მდგომარეობა დამძიმდა სასწრაფოდ საჩირო გახდა თურქეთში გადაყვანა. გთხოვთ! ვისაც რა შეძლება გექნებათ დამეხმაროთ. დედას შვილი გადაურჩინეთ და ორ შვილს მამა. ვისაც შეძლება არ გექნებათ ილოცეთ ჩემს შვილზე. უფალი გფარავდეთ! ამინ! (გააზიარეთ რათა ბევრმა ნახოს!

საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ეკატერინე ამირანაშვილი საქართველოს ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE90BG0000000834367000. თიბისი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE61TB7607445061100067. ლიბერთი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE87LB0711162913853000

“შოთო სიხარულიძე და “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხი” უმორჩილესად გთხოვთ რომ დავეხმაროთ უკეთილშობლესს ვაჟა ბერიძეს…! ვაჟა 32 წლისაა ჰყავს 2 შვილი და მეუღლე. 6 თვის წინ დაუდგინდა ჰოჭკინის ლიმფომა.დავიწყეთ მკურნალობა. ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 3 კურსი. მესამე კურსის შემდეგ დამძიმდა მდგომარეობა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეუძლია. სასწრაფოდ ესაჭიროება ხელახალი გამოკვლევების ჩატარება თურქეთში. ოჯახს რისი საშუალებაც ჰქონდა ყველაფერი გააკეთა. ძალიან გთხოვთ უსახსრობის გამო ნუ მოვკლავთ კიდევ ერთ სიცოცხლეს. გთხოვთ ვისაც რა საშუალება გაქვთ დაგვეხმაროთ. ვისაც მატერიალურად არ შეგეძლებათ მისთვის ილოცეთ, რათა მალე გამოჯანმრთელდეს და აღარ ვუყუროთ ყოველ დღე მის ტანჯვას. თქვენგან ჩარიცხული თითო ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისთვის. ყველას წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ და ჯანმრთელად გამყოფოთ. საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ეკატერინე ამირანაშვილი საქართველოს ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE90BG0000000834367000. თიბისი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE61TB7607445061100067. ლიბერთი ბანკში ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE87LB0711162913853000 ჯეოსელის აბონენტებისთვის: 0 901 700 312 ერთი ზარი-ერთი ლარი..გმადლობთ.

ილოცეთ ვაჟიკოსთვის ლოცვა მთებს დაძრავს ამინ! ამინ! ამინ!” – წერს შოთო სიხარულიძე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.