„ენერგეტიკა და ტრანსპორტი უნდა იყოს ძირითადი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში“ – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყებამ უნდა მოახერხოს და ენერგეტიკის და ტრანსპორტის დარგები წინმსწრები ტემპებით განავითაროს მთლიან ეკონომიკასთან შედარებით.

„არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, არის ერთ-ერთი მაღალი რეგიონში. ეს არის ის მონაპოვარი და შედეგი, რაც ჩვენი გუნდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ დღემდე მოიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა არსებულ რესურსს მისი დაჩქარების, თუკი ასეთი არსებობს, გამოვიყენებთ. ჩვენი სამინისტრო კომპლექსური სამინისტროა, რამდენიმე დარგს მოიცავს, მაგრამ მინდა გამოვყო ორი დარგი – ენერგეტიკა და ტრანსპორტი. ეს დარგები უნდა იყოს ძირითადი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში. უნდა მოვახერხოთ და ეს ორი დარგი უნდა განვითარდეს წინმსწრები ტემპებით მთლიან ეკონომიკასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ და ყველა რესურსი ავამოქმედოთ იმისთვის, რომ ისედაც მაღალი ეკონომიკურ ზრდის ტემპი შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ. ეს ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური“, – განაცხადა თურნავამ.

bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.