„ენმ”-ზე მეტს მავნებლობენ ჩვენგან გასული კოლეგები”…”ცივი წყალი ბევრია ონკანში”- დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

ყოფილ თანაგუნდელებს -უმრავლესობის დეპუტატ შოთა ხაბარელსა და დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება კი ხაბარელის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც უმრავლესობიდან გასული დეპუტატები მავნებლობაში დაადანაშაულა:

„ყველა ზღვარს გადაცდა აქ არსებული სიტუაცია. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა, რასაც ჩვენ ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროა მაგრამ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო მეტს აკეთებენ და მავნებლობენ ჩვენგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გასული კოლეგები. ეს არის ყველაზე ცუდი. ჩვენ აქ ვართ რომ ვაკეთოთ საქმე. მოსულია ბანკის მმართველი და მას უნდა მოვუსმინოთ. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთი მავნებლობა არ გაგივათ არავითარ შემთხვევაში. თქვენ აღარაფერს აღარ იცავთ. ამათ ნუ დაემსგავსებით, ძალიან გთხოვთ. მათ ისედაც ავნეს ქვეყანას, დაანგრიეს, გააფუჭეს და თქვენც ნუ აუბამთ მხარს, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

დავით ჭიჭინაძემ შოთა ხაბარელს საპასუხო რეპლიკითაც მიმართა.

„ნუ გაბრაზდები ძალიან გთხოვ, ცივი წყალი ბევრია ონკანში, ყველგან. დიდხანს უნდა გაგრძელდეს ეს პროცედურა? დააპაუზეთ!“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.