ერდოღანი: თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა

თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა, – ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სულთან აბდულჰამიდ მეორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„თურქეთის რესპუბლიკა, როგორც ჩვენი წინა სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენდნენ, ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები შეიცვალა, არსი იგივე დარჩა. „რა თქმა უნდა, საზღვრები შეიცვალა. მმართველობის ფორმა შეიცვალა. თუმცა, არსი იგივეა, სული იგივეა, ბევრი ინსტიტუტიც კი იგივეა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

წყარო: bfm.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.