“ერთი სიტყვით, აღარ მსურს ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად ჩამოშლილი და გაბანძებული ხელისუფლება გვყავს” – “რატომ გიჭირთ საკუთარ სიპატარავესთან თვალის გასწორება”?

“შსს-ს ვერტმფრენები გაძარცვეს. 
მინისტრები გაქურდეს…
ერთი სიტყვით, აღარ მსურს ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად ჩამოშლილი და გაბანძებული ხელისუფლება გვყავს.
ამ შემთხვევაში, უპრიანია ვისაუბრო არანაკლებ გაბანძებულ ოპოზიციაზე, რომელსაც აღნიშნულ ფონზეც კი არ ძალუძს მოქმედება და საკუთარ უსუსურობის გასამართლებლად დემოკრატიულ ნიღაბს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ირიბად კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით იღებენ შესაბამის გზავნილებს მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებიდან.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მათ არ სურთ მოექცნენ კვლავ ერთი კაცის ჩრდილქვეშ, მაგრამ რა ქნას ქვეყანამ, რომელიც უკვე დიდი ხანია ელოდება ნებისმიერი თქვენგანის გაზრდას და დაფოთლიანებას?
რატომ გიჭირთ საკუთარ სიპატარავესთან თვალის გასწორება”?

ნუგზარ სულაშვილი. საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი. 

ცნობისთვის, ქართველი ემიგრანტი,  „შაბათის კურიერის“ ექსკლუზივს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები გაძარცვეს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, საქმე ძიებაშია დ ამ ეტაპზე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

http://guriismoambe.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.