ერთი წელი ივანიშვილის ცრემლიანი მონოლოგიდან – ხალხი ისევ მოტყუებულია, ოლიგარქს დრო ამოეწურა (ვიდეოარქივი)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ცრემლიანი მონოლოგიდან ერთი წელი გავიდა. ზუსტად ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებზე განცდილი უმძიმესი კრახის შემდეგ, ივანიშვილი 6 წუთის განმავლობაში არწმუნებდა გაბრაზებულ ამომრჩეველს, რომ პირადად მისთვის ერთი წელი მიეცათ და მრობლემებს მოაგვარებდა.

ამ ემოციური მიმართვიდან ერთი წლის თავზე ფაქტი სახეზეა – ხალხი ისევ მოატყუეს. ივანიშვილი, რომელიც სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდა, თვალს ხუჭავს 38 000 მოქალაქისთვის სოციალურის შეწყვეტაზე.

ოპოზიციისა შეფასებით, რადიკალურად შეცვლილი ქვეყნის ნაცვლად კი საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდა. მძიმე ვითარებაა როგორც პოლიტიკურ ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თავის ემოციურ მიმართვაში ივანიშვილი განაწყენებულ „ძველ გვარდიას“ მიმართავდა და ირწმუნებოდა, რომ ერთ-წელიწარში „ნაწყენს არავის დატოვებდა“.

სწორედ ეს ბოლო დაპირება შეახსენა დღეს ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობიდან დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ, რომელმაც საკითხზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სიმართლისთვის სამსახურზე უარი თქვა, რითაც 2012 წლის შეთანხმება დაარღვია.

„მთავარი განმსაზღვრელი, რაც ეუბნება ქვეყანას, სწორად მიდის თუ არა, ეს არის როგორ ეპყრობი სამართალს, სასამართლოს და როდესაც მე დავინახე სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება. სწორედ ეს იყო ჩემთვის წყალგამყოფი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა. ჩვენ ნაბიჯებს წინ არ ვდგამდით, და ის დაპირება, რომელიც ივანიშვილმა იმ ცნობილ დაპირებაში გააჟღერა, რაც ჩვენ გვითხრა, რითიც ჩვენ ერთად დავდექით. ეს ყ6ველაფერი კი ჩემთვის დაიმსხვრა ის სადაც ითქვა, რომ ეს ჯალათები შეგვიძლია კვლავ აღვაზევოთ. ეს იყო კომპრომისი წარსულთან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“ – აცხადებს ბესელია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.