“ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანა სცემა…” – სამეფო დავის უცნობი დეტალები

სამეფო ოჯახის წყვილი 2016 წლიდან ოფიციალურად განქორწინებულია, თუმცა რეალურად კარგა ხნით ადრე შეწყდა მათი ქორწინება. ორივე მხარე ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი სამეფო ტიტულის გამო ატეხილი უთანხმოება იყო. ანას ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ ამ სტატუსის გამო ანას ქმარი ფიზიკურადაც გაუსწორდა.

“დავით ბაგრატიონ- მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებასთან საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც სამეფო სახლის მეთაური, რისი უფლებაც მას არ აქვს, რადგან ის სამეფო სახლის ოჯახის წევრიც კი არ არის. ვითხოვთ სასამართლომ აუკრძალოს დავითს ამ სახელის გამოყენების უფლება. ბატონი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის ერეკლე მეორეს პირდაპირი ხაზის შთამომავალი. რეალურად ამ სტატუსს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი იყენებს, რაც არასწორია. 2017 წლის მარტში დავით მუხრანელი ბრიტანეთში იმყოფებოდა სამეფო კარზე. საქართველოს სამეფო სახლის სახელით დედოფალ ელიზაბეტ მეორესთვის ორდენი გადასცა, შემდგომ ამ ფაქტს ბრიტანულ მედიაში სკანდალი მოყვა. “დეილი მეილის” ჟურნალისტი დაუკავშირდა დავით ბაგრატიონ- მუხრანელს, თავი გააცნო ბიზნესმენად. უთხრა, დედოფალს რომ გადასცა იმის მსგავსი ორდენი მასაც სურდა შეეძინა, რაც დავითმა 3000 ფუნტი სტერლინგი დაუფასა და ამას მოყვა დიდი სკანდალი. დაიწერა, საქართველოს სამეფო სახლის სახელით ორდენებს ყიდიანო და პრესაში დავითს “კლოუნი პრინცი” უწოდეს. მოთხოვნაა, რომ აეკრძალოს დავითს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება და ორდენების გაცემა”, – ამბობს ადვოკატი ლევან გორელაშვილი და ირწმუნება, რომ ანაზე დავითმა ფიზიკურად იძალადა.

“მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი იყო ის, რომ დავითი ბაგრატიონ მუხრანელი გამუდმებით ითხოვდა ანასგან მის ოჯახს წერილობითი ფორმით ეღიარებინა დავით მუხრანელის სამეფო ღირსება. რასაც, ბუნებრივია, ანა არ თანხმდებოდა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანა სცემა, 3 დღის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა და სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია სასამართლოში. ამის შემდეგ საბოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. 2014 წლიდან ისინი ერთად არ ცხოვრობენ”, – აცხადებს გორეკაშვილი.

(კვირის პალიტრა)

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.