ერთ სულ მოსახლეზე, დეფაქტო აფხაზეთი თბილისზე დაახლოებით 4,7-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს

სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” 2018 წლის თებერვლის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებულია 470,235 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. აქედან 265,056 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამომუშავებულია იანვარში, ხოლო 205,179 მლნ კვტსთ ელექტროენერგია კი – თებერვალში.

ამავე პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა 475,517 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. აქედან 254,333 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიწოდებულია იანვარში, ხოლო 221,184 მლნ კვტსთ კი – თებერვალში

აფხაზეთის და “თელასის” მიერ მოხმარებული ელექტოენერგიების შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2019 წლის იანვარში აფხაზეთმა “თელასზე” 5,55%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა, 2019 თებერვალში 8,16%-ით ნაკლები, ხოლო მთლიანად 2019 წლის იანვარ-თებერვალში კი – 6,78%-ით ნაკლები.

შეგახსენეთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან დადებული ე.წ. შეთანხმების თანახმად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 40/60 პროპორციით უნდა განაწილდეს, “თელასი” კი აფხაზეთზე დაახლოებით 4,7-ჯერ მეტი მოსახლეობის რიცხოვნობის და წარმოებების და დაწესებულებების მქონე თბილისს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.