ესკო: აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 86%-ით გაიზარდა – ზრდა აფხაზეთის და რუსი ოკუპანტების მომარაგების ხარჯზე?

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ზრდას განაგრძობს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 80.840 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (11.216 მლნ კვტ.სთ) 86%-ით მეტია.

საერთო ჯამში, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 613.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (541.998 მლნ კვტ.სთ) 12%-ით მეტია.

იმპორტისგან განსხვავებით, საექსპორტო ელექტროენერგია საქართველოში გენერაციის ობიექტებმა თითქმის ვერ გამოიმუშავეს. თუ გასული წლის აპრილში, თითქმის 62 მლნ კვტ.სთ გავიდა ექსპორტზე, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 38 ათას კვტ.სთ-ზე ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.