ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა

ესპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს კატალონიის კამბრილსის მუნიციპალიტეტში. ისინი ტერორისტული თავდასხმისთვის ემზდებოდნენ. მანამდე ტერაქტი ბარსელონაში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეკომპანია 24 Horas-ის ცნობით, ლიკვიდირებულია 4 ტერორისტი, ერთი დაჭრილია. არხის ინფორმაციით, მათ თვითმკვლელების ქამრები ეკეთათ. მედიის ცნობით, ისინი აპირებდნენ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის გამეორებას, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა.

იმავდროულად, ესპანური მედია იუწყება, რომ კამბილსში ტერორისტები პოლიციამ მას შემდეგ მოკლა, რაც ისინი სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახნენ. ერთ-ერთი რადიოსადგურის ცნობით, ამ მეორე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, სამს მსუბუქი ტრავმები აქვს. ვრცელდება ვიდეოკადრები, საიდანაც სროლის ხმა ისმის

17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა 13 ადამიანი, დაშავდა – 100-ზე მეტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.