“ეს არის ახალგაზრდებისა და საზოგადოების სურვილი” – კალაძე ჰიპოპოტამის ქანდაკებაზე

ეს არის ახალგაზრდებისა და ზოგადად საზოგადოების სურვილი – აცხადებს კახა კალაძე თბილისში, ჰიპოპოტამის ქანდაკების დადგმაზე საუბრისას. მერი ამბობს რომ ამ თემით სპეკულირებას ყველამ თავი უნდა დაანებოს

„ჰიპოპოტამის ქანდაკებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, ეს არის ახალგაზრდებისა და ზოგადად საზოგადოების სურვილი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ. ჩემთვის არ არის საინტერესო ოპონენტების მხრიდან ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე განცხადებების მოსმენა. ჩემთვის საინტერესოა, ხალხი, საზოგადოება და ის პროექტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თბილისისა და თბილისელებისთვის” – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერია 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. ქანდაკების ღირებულება 90 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.