ეს დოკუმენტი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი – პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

კამპანია კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მორიგ შეხვედრას ახალციხის უნივერისიტეტში მართავს. შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ხელმოწერილია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ და ის არღვევს სამართლიანი საარჩევნო სისტემის პრინციპებს.

„სამწუხაროდ ეს დოკუმენტი შექმნილია, ხელმოწერილია კონსესუსის გარეშე. ალბათ იცით და სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ რომელიც შედიოდა კომისიაში დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი.

წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის სამწუხაროდ არის აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება მოსახლეობას გაუგებარი მიზეზებით ერთმევა.

„გაუგებარი მიზეზით ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება ამომრჩეველს და მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენ გარკვეული ხმოსნები. ძალიან ნათლად მინდა გითხრათ, არასდროს კონკრეტულად მე არც არავის არ შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები,“-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

წყარო: pirveliradio

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.