ეს იმედგაცრუებაა, ეს არჩევნები, როგორც ჩანს პროცესის თვალსაზრისით უკან დახევაა – კურტ ვოლკერი საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს

ეს იმედგაცრუებაა, ეს არჩევნები, როგორც ჩანს პროცესის თვალსაზრისით უკან დახევაა – ამ განცხადებას, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას აშშ-ს ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკების საკითხებში, კურტ ვოლკერი აკეთებს.

კურტ ვოლკერი განცხადებას “რუსთავი2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს.

კითხვაზე – რამდენად შეიძლება დააზიანოს ეუთოს დასკვნაში აღწერილმა დარღვევებმა საქართველოს რეპუტაცია და მისი სწრაფვა, ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენვოლკერი ამბობს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში ეს არჩევნები უკან დახევა იყო და ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა ამ დარღვევების გამოსწორებას.

„ეს იმედგაცრუებაა. ვიტყოდი, ასევე, პრობლემები საქართველოში ზოგიერთი წინა არჩევნების დროსაც იყო. 2012 წლის არჩევნები საკმაოდ კარგი იყო, თუმცა მის წინა ასევე ჰქონდა პრობლემები. არსებობდა იმედი საქართველოს ტრაექტორიის შესახებ, რომ გაგრძელდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავება და გაძლიერება. თუმცა პროგრესი სწორხაზოვნად არასოდეს მიდის. ეს არჩევნები, როგორც ჩანს, პროცესის თვალსაზრისით უკან დახევაა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველომ ეს დრო გამოიყენოს. გაითვალისწინოს ეს ყველაფერი – ეუთოს ანგარიში, რეაქციები საზღვარგარეთიდან და აღმოფხვრას ეს, რომ მომავალში ისევ უკეთესი იყოს,“- განაცხადა კურტ ვოლკერმა.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.