ჟურნალისტმა დამირეკა „post-tv“- დან ვარო, ეგ რა არის არ ვიცი თქო – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ის აღნიშნულ ონლაინ ტელევიზიასთან არ ითანამშრომლებს.
„ოდესღაც ჟურნალისტმა დამირეკა, პოსტტივიდან ვარო და ვუთხარი, ეგ რა არის, არ ვიცი-მეთქი. გუშინ დამირეკა და პოსტტივისთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი. პრინციპულმა პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა. ფაქტობრივად, გენიოსია. რას გიხდის ასეთს, შე გაჭირვებულო?!“ – დაწერა ბერძენიშვილმა.