ექსკლუზიური ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან – “თბილისში არის ქაოტური მდგომარეობა ყველა მიმართულებით”

ექსკლუზიური ინტერვიუ შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატთან თენგიზ შერგელაშვილთან.

  • პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. როგორ შეაფასებდით ზოგადად თბილისის მდგომარეობას?
  • თბილისში არის ქაოტური მდგომარეობა ყველა მიმართულებით: მართვის სისტემაში, ურანულ განვითარებაში, მშენებლობაში, გარემოს დაცვის სფეროში,ტრანსპორტის სფეროში, სოციალურ სფეროში და რაც მთავარია საბიუჯეტო სფეროში, ფაქტობრივად ყველა სფეროში, რომელიც ქალაქის განვითარებას უკავშირდება. დღეს არის დაულაგებელი სისტემა, ეს არ არის ორიენტირებული მოქალაქეებზე, თბილისის მართველობა ორიენტირებულია რაღაც სახელისუფლებო ვერტიკალებზე, პარტიულ და სხვადასხვა ინტერესებზე.
  • რამდენად კონკურენტული გარემოა იმ ფონზე როდესაც მართველ გუნდს 20 ჯერ მეტი შემოწირულობა აქვს ვიდრე სხვა პარტიებს ერთად ?
  • კონკურენტული გარემო რასაკვირველი არ არის, იმიტომ რომ შემოწირულობის გარდა მართველ პარტიას აქვს ადმინისტრაციული რესურსები, ასევე მედია გარემოც არ არის კონკურენტული, ასე რომ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა დროიდან, როდესაც მართველ ძალას აქვს დიდი ფორა არჩევნების დროს, სამწუხაროდ ეს მემკვიდრეობა ვერ დავასრულეთ ჩვენ.
  • თქვენი აზრით, რას ნიშნავს წინასაარჩევნოდ სოციალურ დახმარებათა მიმღებთა რიცხვის 36 ათასით გაზრდას ?   
  • სოციალურად დაუცველების შეფასების სისტემა ცუდი არ არის, მაგრამ ყველა პერიოდში წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც კითხვის ნიშნები ჩნდება ამ ინსტრუმენტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე, ამიტომ სისტემა უნდა იყოს ისე მოწყობილი , რომ გამორიცხოს ეს შესაძლებლობა, ასევე უნდა შემცირდეს სუბიექტური ფაქტორი და საერთოდ ამ თემაზე კითხვის ნიშნები უნდა მოიხსნას. მე არ მაქვს რაიმე მკიცებულება, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკურ მიზნებთან, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ, იმიტომ რომ როდესაც სხვა რესურსების გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, შესაძლებელია ასეთი სერიოზული სოციალური ბერკეტის გამოყენებაც. ეს ნიშნავს, რომ სისტემურად გაუმართავი ვარ, რადგან ეს კითხვის ნიშნები ჩნდება.
  • თბილისის გენგეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად, სავარაუდოდ, 10 დღეში გადაეგზავნება, მას შემდეგ, რაც პროექტს დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს, 13 წლის განმავლობაში თბილისის მთავრობის სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდება და მასზე შესაძლოა გავლენა, ვერც ერთმა თვითმმართველობის არჩევნები ვერ მოახდინოს. რამდენად დამაბრკოლებელია თქვენთვის ასეთი გადაწყვეტილება ?
  • არ ვიცი მე რას გადააგზავნის, იმიტომ რომ რაც აქამდე ჰქონდათ ის გენგეგმა არ არის, ის არ არის დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე გავა და კენჭს უყრის ვინმე, არვიცი ამ ერთ თვეში რა შეცვალეს და რას გადააგზავნიან. თვითონ ეს დოკუმენტი არისერთ ფოლდერში ჩაყრილი სხვადასხვა საექსპერტო-სამეცნიერო ნაშრომების ერთობლიობა. გენგეგმა გაცილებით მეტ ანალიზს საჭიროებს,  როცა არჩევნებია და ახალი საკრებულო და მერი უნდა მოვიდეს, რაღაც დასწრებაზე ამის დამტკიცება არასწორი იქნება, თუმცა რა მიკვირს როცა კონსტიტუციას ორ დღეში ამტკიცებენ.
  • თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში საკუთარი კეთილდღეობისთვის 235 მილიონი ლარი დახარჯეს, ზოგადად ამას როგორ შეაფასებდით და თქვენი მერობის შემთხვევაშ ეს თანხები როგორ განიკარგება ?
  • სიმართლე გითხრათ, ეს თემა არის სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში პოპულიზმი, ხელისუფლებას არ ეყო ნება გაეზარდა თანამდებობრივი სარგოები და ის ტრადიცია, რომელიც ნაციონალებმა დატოვეს, დანამატით თუ არ შეუვსე ხელფასი ვერ მოიყვან კონკრეტულ პოზიციაზე, ეს სისტემა არის შენარჩუნებული, მაგრამ არ შიძლება ასტრონომიული ციფრების პრემია მისცე. წარმოიდგინეთ, რომ სამინისტროში მუშაობ და მომიყვანე დეპარტამენტის უფრო, რომელის ხელფასიც 1600 ლარია, წარმოუდგენელია, ასეთი დეპარტამენტის უფროსი მოიყვანო, რადგან ასეთი ტიპის სპეციალისტი 2-3 საათიან ლექციაში იღებს ამ თანხას, ხოლოდანამატი უვსებს ამ დანაკარგს. რასაკვირველია ბევრგან ეს ინსტრუმენტი არასწორადაა გამოყენებული, მაგრამ მეორე უკუდურესობაა, რომელიც პოპულიზმს ეწევა, შესაბამისად საჯარო სამსახურის კანონი ამოქმედდა ივნისიდან, შესაბამისად ფინანსთა სამინისტრომ, ჯერ სახელმწიფო ბუჯეტში შემდგომ მუნიციპალიტეტებმაც უნდა შეიმუშაონ რეალისტური თანამდებობრივი სარგოები. იმის ჭკუაც არ ყოფნის მართველ პარტიას, რომ მოაწესრიგოს თანამდებობრივი სარგოები და არ მისცეს ოპოზიციას და არასამთავროებს პოპულიზმის საშუალება. თავად თანამშრომლების რაოდენობაც დასამუშავებელია და დასახვეწია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოვიყვანოთ დაბალ კვალიფიციური დაბალ ანაზღაურებადი კადრები, უნდა იყოს ნაკლები კადრები, ფუნქციები მკაცრად გაწერილი და ანაზღაურება რეალისტური. შრომის ბაზარი, რომ ავიღოთ სამართველოს უფროს და რომელიმე ბანკში მოლარეს თანაბარი ხელფასი აქვთ, აქედან გამომდინარე არის შეუსაბამო,სისტემურად არის ეს პრობლემა მოსაგვარებელი, მაგრამ ცოტა მიკვირს ნაციონალური მოძრაობის დროს პრემიები ორმაგი იყო, მაგრამ გამჭირვალე არ იყო და მათი მხრიდან ამაზე საუბარი მართლა სასაცილოა. მათ შექმნეს ეს სიტემა და სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ვერ შეცვალა, მათ არ ეყოთ პასუხისმგებლობა ხალხისთვის აეხსნათ რატომ უნდა გაიზარდოს თანამდებობრივი სარგოები.
  • რომ დავაკონკრეტოთ, თქვენი მერობის შემთხვევაში დაბალანსდება თანამდებობრივი სარგო და რაოდენობა შემცირდება ?
  • ოპტიმიზაცია იმას კი არ ნიშნავს, რომ კადრები უნდა შემცირდეს, არამედ დაბალანსებას, ზოგან მეტია ზოგან ნაკლებია, მაგალითად: თბილისის რაიონული გამგეობები უნდა გაძლიერდეს და ცენტრალური აპარატი უნდა შემცირდეს, რაოდენობრივად უფრო კონპაქტური უნდა იყოს. თბილისის მერის ყველა მოადგილეს ჰუაბს თავისი 5-6 კაციანი აპარატი, ამის პარალელურად არცერთ სამინისტროს მოადგილეებს არ აქვს ასეთი აპარატი, ამიტომ ეს აპარატები არ არის საჭირო. ახლახანს ვნახულობდი სასწრაფოს  ბრიგადის ყოველ ათ კაცს ერთი კაცი აკონტროლებს, ასეთი სისულელებიი გვხვდება, რომლებიც გადასახედია. ამიტომ ოპტიმიზაცია უნდა ჩატარდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ სტაბილური ბიოროკრატიული კლასი ამ სიტყვის კარგი გაგებით.
  • ასევე როგორ აპირებთ შეუმსუბუქოთ ქალაქს ინფრასტრუქტურის გავლენა გარემოზე ?  
  • ინფრასტრუქტურა ეს სიტყვა გაიცვითა ჩვენთან, დავიწყოთ იმით, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა საჭიროებს მოდერნიზაციას, რადგანაც საცობები ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ეკოლოგიური პრობლემების, ასევე დიდი პრობლემაა მომხმარებლის ძიებაში მოსიარულე ტაქსების გადაადგიება და სამარშუტო მიკროავტობუსები, ეს ორი პრობლემა ჩვენ უნდა მოვხსნათ, გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც შევამცირებტ დაწოლას სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე მწვანე საფარის მიმართულება, ჩვენ ვგეგმავთ ათამდე პარკი ავაშენოთ, დაახლოებით ორიდან ოთხ ჰექტრამდე.
  • დაახლოებით რა ტერიტორიებზე გაქვთ დაგეგმილი მწვანე საფარის მოწყობა ?
  • შეირჩევა ისეთი ტერიტორები სადაც არის ნაკლები გამწვანება, გენგეგმის მონაცემებით ჩვენ დღეს გვაქვს დაახოებით 33 უბანი, სადაც მხოლოდ ცხრაშია მეტნაკლებად გამწვანებული ზონები, შესაბამისად სადაც არ არის იქ შევავსებთ. ამას კიდევ პლუს სკვერები, რომელიც არის უფრო მცირე ზომის დაახლოებით 500-700 კვ.მ.-მდე.
  • რას ფიქრობთ, რკინიგზასთან დაკავშირებული სამეურნეო ფუნქციების (სასაწყობო, დამხარისხებელი, სარემონტო და სხვა) გატანა თბილისის ცენტრალური ნაწილიდან და საქალაქო მნიშვნელობის რეგულირებადი (უწყვეტი) მოძრაობის მაგისტრალის შექმნაზე ?
  • ეს არის რთული საკითხი, კარგი იქნება თუ სატვირთო გადაზიდვებს გავიტანტ ქალაქიდან, თუმცა ამ პროექტის შეფერხება არ არის მხოლოდ სუბიექტური მიზეზებით, როგორც ექსპერტები ამბობენ დაახლოებით 15-16 %-ით აძვირებს გადაზიდვებს, იმიტომ რომ არასწორადაა დაპროექტებული შემოვლითი გზა, ის ზრდის ხარჯებს.  ამიტომ ეს საკითხიუფრო ღრმად არის შესასწავლი, შესაძლებელია კორექტირება განხორციელდეს. მეორე სამგზავრო გადაზიდვებისთვის გაცილებით უფრო ვიწრო ზოლია საჭირო და შეიძლება იქნას განხილული. ქალაქების ცენტრში რკინიგზა ეს შვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ ორი ვარიანტია: ან სამგზავრო გადაზიდვებიც გადავა და ამ შემტხვევაში დიდუბის სადგური უდნა გაძლიერდეს, თუ სამგზავრო გადაზიდვების ვიწრო ზოლი დარჩა მაინც დიდი ადგილი გამოთავისუფლდება და იმ ადგილას უნდა გავაკეთო გრძივი სატრანსპორტო დერეფანი.
  • ბოლოს მინდა გკითხოთ „სითი პარკ“-თან დაკავშირებით, ზოგადად რას ფიქრობთ და მისი გასვლის და სხვა კომპანიის მოსვლის შემტხვევაში რა იქნება ?
  • ეს არის იაფასიანი პოპულიზმი, სითი პარკთან ნაციონალურმა მოძრაობამ დადო ცუდი ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულება წაკითხული მაქვს, მან არანაირი საინვესტიციო ვალდებულება არ მისცა სითი პარკს, პრინციპში ის არის საოპერაციო კომპანია, რომელმაც მანქანა ან უნდა დააჯარიმოს ან უნდა გადაიყვანოს სადგომზე, პოლიტიკას სითი პარკი არ განსაზღვრავს, შესაბამისად პარკირების ადგილები პრუცედურები და ა.შ. ყველაფერი არის თბილისის მერიის ხელთ. წარმოვიდგინოთ სითი პარკი არ იყოს, თბილისში გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა, კომპანია რომელიც ამას აკეთებს მას სითი პარკი ერქმევა თუ X მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად პარკირების პრობლემას ეს კომპანია ვერ მოაგვარებს, ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს მერიამ, კერძოდ ნახევარ მილიონზე 33 ათასი პარკირების ადგილი არის ეს საკმარის არ არის, ასევე ზონირების პრინცი უნდა შემოიღოს ყველგან ერთი და იგივე ფასი რომ არის ქალაქის მაშტაბით გაჩერება, მნიშვნელობა არ აქვს ერთი კვირით აჩერებ თუ ერთი საათით, დისტრიბუციაა თუ სხვა ავტომობილი, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და დაფერენცირებული.  ამ მიდგომის შესაბამისად ჩვენ უნდა შევქმნათ თანაფარდობა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, დაახლოებით კარგად საპარკინგზე სისტემა მაშინ მუშაობს, როდესაც დაკავებულ ადგილთა რაოდენობა 80-85%-ია. სწორედ ამ ყველაფრის მეშვეობით შევძლებთ, რომ თანაფარდობას სწორედ ასეთი იყოს, ამ სისტემაში სითი პარკი თუ აიღებს ვალდებულებებს ჩასწორდება ხელშეკრულება თუ არა და გაუქმდება.

 

ჟურნალისტი: ვაკო კუპრაშვილი

 

მასალების გამოქვეყნების პირობები

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.