ე.წ. სიცრუის ფაბრიკები და ტროლები – ირკვევა, რომ ანონიმურ მომხმარებლებს, პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ვიდეოკადრებით ამარაგებს

მტკიცებულება, რომ ინტერნეტ ტროლები და ე.წ. სიცრუის ფაბრიკები სწორედ მთავრობასთან არიან დაკავშირებულები – ირკვევა, რომ იმ ანონიმურ მომხმარებლებს, რომლებიც ინტერნეტში ოპოზიციისა და ჟურნალისტების გაშავებით არიან დაკავებულები, პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ექსკლუზიური ვიდეოკადრებით ამარაგებს.

არხოტში 15 აგვისტოს, “კურიერის” გადამღებ ჯგუფს, პრემიერისთვის კითხვის დასმის საშუალება თემის გამგებელმა მზექალა არაბულმა და „ქართული ოცნების” მომხრეებმა არ მისცეს. გადამღებ ჯგუფს არაბულმა, თანამოაზრეებთან ერთად გზა გადაუჭრა და პრემიერს არასასურველი კითხვები ააცილა. კადრები 15 აგვისტოსაა გადაღებული, 16 აგვისტოდან, „ოცნების“ ტროლების ქარხანა, მას „კურიერის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციისთვის იყენებს, თითქოს „რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფს ხალხი დაუპირისპირდა. ვინ ამარაგებს ტროლების ქარხანას ვიდეომასალით – ამ კითხვას პასუხი თავად პრემიერის ადმინისტრაციის დაშვებული შეცდომით გაეცა. 

არხოტის თემის სოფელ ამღაში პრემიერის ვიზიტს 4 ვიდეოკამერა იღებდა. „რუსთავი 2“, „ტელე იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და პრემიერ ბახტაძის ოფიციალური პრეს-სამსახური. ტროლ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანან ოპერატორები ტელეკომპანია „იმედიდან“, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და „რუსთავი 2“-დან. ერთადერთი, ვინც კადრში არ ჩანს ამ ვიდეოკადრების ავტორია, პრემიერ-მინისტრის პირადი ოპერატორი. ამ ერთი კადრით მარტივად დგინდება, რომ ტროლების უკან, რომელიც კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს ყალბი ახალი ამბებით ებრძვის, ხელისუფლება დგას.

სოციალური მედიის მკვლევარი, რომელმაც “ქართული სახელმწიფოს” facebook გვერდი შეისწავლა ამბობს, რომ ეს გვერდი ძირითადად, მამუკა ბახტაძის აქტივობებს აპიარებს. დასპონსორებულ პოსტებს შორის არის პრემიერის ინიციატივები. უფრო მეტად კი ეს გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების, ანტისაოკუპაციო აქციების და „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტების დისკრედიტაციას ცდილობს. facebook გვერდი მედიის განვითარების ფონდის ანგარიშშიც მოხვდა, რომელიც facebook-ტროლებისა და ყალბ მედიას ეხება.  

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

“რუსთავი2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.