“ვაანონსებ, ევროკავშირმა და აშშ-მ საქართველოს მთავრობის ბედი გადაწყვიტეს”

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე „პრაიმტაიმთან“ მთავრობის მისამართით საერთაშორისო საზოგადოების გზავნილს ახმაურებს, რომელიც საჯარო მალე გახდება. მისი თქმით, ახლა ხელისუფლება ისეთივე წნეხის ქვეშ მოექცევა, როგორშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ნაციონალური მოძრაობა იყო.

ვაშაძის თქმით, დასავლეთმა ივანიშვილის მთავრობის ბედი უკვე გადაწყვიტა.

„აშშ-ში გავლენიან წრეებთან მჭიდრო კავშირი მაქვს. ვიცი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მზადდება უკიდურესად მკაცრი ანგარიშები, ანალიზი და დოკუმენტები. ფაქტობრივად, საერთაშორისო ასპარეზზე  ბიძინა ივანიშვილის ბედი გადაწყვეტილია. ამას კონკრეტულ განცხადებებში ვნახავთ, რომლებიც მალე გასაჯაროვდება.

ამავე წრესთან მქონდა კავშირი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, დაუფარავად ვიტყვი, რომ მათი პოზიცია მაშინ განსხვავებული იყო. ისინი ფიქრობდნენ, ოპოზიციონერი პრეზიდენტი ქვეყანაში ქაოსსა და დაპირისპირებას გამოიწვევდა. ახლა, სულ სხვა ვითარებაა. ოქტომბრიდან ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან გზავნილებს ყველა ერთად მივიღებთ – ხელისუფლების ცვლილებისა და ივანიშვილის წასვლის დრო მოვიდა. ამისთვის ყველაფერი მზადდება, აღარ გაუვათ კანონების თავის თავზე მორგება.

2012 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ ნაციონალურ მოძრაობას საერთაშორისო საზოგადოება სერიოზულ პრესინგს უკეთებდა, რათა სხვადასხვა კანონები მიღებულიყო, ეს იყო მასკერი, მასოფერი. შემიძლია დავაანონსო, რომ იგივე პრესინგი იწყება ივანიაშვილის მთავრობისთვის.

ახლა, მთავარია ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაშლის შესაძლებლობა არ მივცეთ, საარჩევნო ცვლილებები შემდგომი დემოკრატიისთვის საჭიროა. ქართული ოცნებისთვის მთავარი კონკურენტები ჩვენ ვართ. თუმცა, მინდა კოალიციური მთავრობა, რადგან ხელისუფლების ხელიდან გაქცევა და ავტორიტარიზმისკენ გადახრა არ მოხდეს. წელს მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლა.

წყარო: “პრაიმთაიმი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.