ვანო ზარდიაშვილი: ახალ საქართველოში გავიღვიძეთ.. ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – ივანიშვილის გულში ჩახუტებული ნაცების ახალი საქართველო

საპარლამენტო

 უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკამელიასთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს ფეისბუქში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტებს„ნაციონალური მოძრაობიდან“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

„ეს პროცესი ცალსახად შედეგია ახალი კონსტიტუციის, რომელმაც საშუალება მისცა ხელისუფლებისშტოებს დამოუკიდებლად იმოქმედონ. შესაბამისად, მივიღეთ, პროკურატურა, როგორც კონსტიტუციურიორგანო, რომელიც კონსტიტუციით გამყარდა და არ შეუშინდა ოპოზიციის ზეწოლას.

ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს. ასევე პარლამენტი არ მოერიდა პოლიტიკურ წნეხს და იმ ცილისწამებლურკამპანიას, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებდა და იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას, რომ საგამოძიებოორგანოებს საშუალება ჰქონოდათ, ნიკა მელიასთვის ბრალი წარედგინათ და მისი ბრალეულობისსაკითხზე ემსჯელათ.

ამან ის საშუალება მოგვცა, რომ გუშინ ოპონენტების შეხედულება ვიხილეთ, რომ დეპუტატები ნიკა მელიასაპატიმრებდნენ. ეს როგორც ყოველთვის ცილისწამებლური, სიცრუის კამპანია აღმოჩნდა. ხრიკებითშეეცადნენ, ნიკა მელია გმირად წარმოეჩინათ, დარბაზში მარტო დატოვეს. მთელმა საზოგადოებამ იცის, ნიკა მელია რისი მკადრებელია, როგორი მოძალადეა.

მოცემულობა შეიქმნა, როცა საქმე სასამართლოში წავიდა. პროკურატურის მოთხოვნა იყო პატიმრობა. 92 დეპუტატმა მხარი დაუჭირა იმას, რომ სასამართლოს ემსჯელა და პროკურატურას ემუშავა. სასამართლოსგადაწყვეტილება ვნახეთ, რომ პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად სხვა ასპექტებზე არ უფიქრია დაგადაწვეტილება მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ეს გადაწყვეტილება სწორია თუარა, ამაზე მსჯელობა არ შეიძლება. ეს არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. ეს არის სამართლიანიგადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მელიას იმუნიტეტის მოხსნას დავუჭირე მხარი, ესპროცესი მომწონს. მომწონს, რომ საქართველოში მუშაობს ახალი კონსტიტუცია, რისთვისაც მადლობასირაკლი კობახიძეს და მმართველ გუნდს ვუხდი.

დღეს, აბსოლუტურად ახალ საქართველოში გავიღვიძეთ. დღეს სასაცილო ის იყო, რომ ოპონენტებს„ნაციონალური მოძრაობიდან“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ისინი მზად იყვნენ დაეგმოთ სასამართლო, პარლამენტი და ეს პროცესი წარმოეჩინათ, როგორც მარგინალური პროცესი, მაგრამ დაბნეულები ვნახეთ, რომლებიც დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. ფსონებს აიღებდნენ, რომსასამართლო ასიდან ას შემთხვევაში პატიმრობას გამოიყენებდა“, – წერს ზარდიაშვილი.

http://ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.