ვანო ჩხარტიშვილი იაპონიაში საქართველოს ელჩად საკუთარი დიშვილის ქმარს ანიშნინებს – მინიგარქის ნეპოტიზმი

საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს კონკურენტი გამოუჩნდა. შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლო – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი წარმატებით ნიშნავს საკუთარ კადრებსა და ნათესავებს მთავრობაში – მინისტრებად, ელჩებად, მაღალჩინოსნებად…

კერძოდ: რამდენიმე თვის წინ, ვანო ჩხარტიშვილმა, რომელსაც უკვე უწოდებენ მინიგარქს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან შეთანხმებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრად მისი ყოფილი მოადგილე, ნათია თურნავა ისე დანიშნა რომ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო.

ამჯერად, მინიგარქი და ივანიშვილის კლანის წარმომადგენელი ჩხარტიშვილი კიდევ ორი კადრის გაყვანას ცდილობს სახელისუფლებო ასპარეზზე. 

პირველი ფოლკლორის ცენტის ხელმძღვანელი, გიორგი დონაძეა.

მას, შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლო ჩხარტიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ლობირებს მას შემდეგ, რაც იქიდან მიხეილ გიორგაძე მოხსნეს. 

მეორე კი, ჩხარტიშვილის დიშვილის, ანანო სიჭინავას ქმარი, თემუკა ლეჟავაა, რომელსაც მინიგარქი საქართველოს ელჩად ანიშნინებს იაპონიაში.

იაპონიაში, საქართველოს ელჩის კანდიდატურა, ვაკანტური ლევან ცინცაძის გამოწვევის შემდეგ გახდა.

ცინცაძე იაპონიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე 2014 წლის 13 თებერვლიდან მუშაობდა და უფლებამოსილება 2019 წლის პირველ მარტს შეუწყდა.

სწორედ ელჩის თანამდებობას დაადგა თვალი ჩხარტიშვილმა, რომელსაც მალე მისი დიშვილის, ანანო სიჭინავას ქმარს, თემუკა ლეჟავას მიართმევენ ხონჩით…

კანონმდებლობის მიხედვით, ელჩებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

ზოგადად, „საკუთარი კადრებით“ ხელისუფლების გადავსება კომუნისტური მეთოდია, როდესაც ქვეყანა ორი პრინციპით – კორუფციითა და კლანურობით იმართებოდა. კორუფციით და კლანურობით წყეტდნენ ამა თუ იმ ფუნქციონერის კარიერის მასშტაბსაც…

შესაბამისად, პარტიული ფუნქციონერებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ლობისტისა თუ კადრის ყოლა ამა თუ იმ თანამდებობაზე „რა ვიცი როდის გამომადგება“-ს პრინციპით. 

ვანო ჩხარტიშვილი კი, რომელიც სოფელ ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშიდან შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლოდ და მინიგარქად ტრანსფორმირდა, როგორც ჩანს, კვლავ ძველი – კომუნისტური მეთოდით მოქმედებს – კორუფცია + კადრები + გავლენები.

ცოტა რამ ჩხარტიშვილზე 

ვანო ჩხარტიშვილი, დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს. 

1980-1982წწ. იყო ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა; 

1987-1990წწ. თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი; 

1990-1991წწ. საქართველოს საქალაქო სამმართველოს სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე; 

1991-1993წწ. “ბინსოცბანკის” კრწანისის განყოფილების უფროსი; 

1994-1995წწ. საქართველოს შემნახველი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, მოგვიანებით – მისი პრეზიდენტი და”ახალი ქართული ბანკის” დირექტორი; 

1999-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 

2000-2001წწ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი; 

2001-2004წწ. საქართველოს “გადამხდელთა კავშირის” თანათავმჯდომარე. 

მინიგარქი ჩხარტიშვილი ამჟამად მსხვილი ბიზნესმენია, რომელიც კლანურობისა და პირადი გავლენების გამოყენების წყალობით პორტებს, ფოთის ეკონომიკურ ზონას, სიგარეტის, გადაზიდვების, ტერმინალებისა და უძრავი ქონების ბიზნესს აკონტროლებს. 

პრესა.ჯი რამდენიმე სათის განმავლობაში ცდილობდა ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი, ინფორმაციას, იაპონიაში საქართველოს ელჩად მამუკა ლეჟავას შესაძლო დანიშვნის შესახებ, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. “აქ არ არის ხელმძღვანობა და მიჭირს გარკვევა”, – მოგვწერა რამდენიმესაათიანი ლოდის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა.

ხოლო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან რომ „ამის შესახებ პრესსპიკერს უნდა დავუსვათ კითხვა მომდევნო კვირაში – პრესკონფერენციაზე“

ეკა იაშვილი

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.