ვარკეთილში, კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი

წუხელ, ვარკეთილში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან ერთს, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში).

“სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, – აცხადებს უწყება.

tabula.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.