ვარძიის კონკურენტები -კლდეში ნაკვეთი ქალაქების TOP- 10 (ფოტოკოლაჟი)

მსოფლიომ არაერთი გამოქვაბული და კლდეში ნაკვეთი ქალქი იცის, რომლებიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამაში თავად დარწმუნდებით,როცა “სითი კვირას” მიერ მომზადებულ კლდეში ნაკვეთი ქალაქების ათეულს ნახავთ და მათ ისტორიას გაეცნობით.

პეტრა – იორდანიის კლდეებში ნაკვეთი ეს ქალაქი, ათასწლეულებს ითვლის. საქარავნო გზების გადაკვეთაზე მდებარე პეტრას ახსოვს რომაელები,იდუმიელები,ფილისტიმელები არაბები, ბიზანტიელთა და სელჩუკთა ჯარები,თუმცა დღეს  ის ისევ დგას და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მესა ვერდე – ის ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების მიერ შექმნილი,ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ძეგლია. აქაურმა აბორიგენებმა ის მე-12 საუკუნეში ააშენეს,თუმცა ასი წლი შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო,მოულოდნელად მიატოვეს.

დერინკიუ – კლდეში ნაკვეთი 13 სართულიანი ქალაქი ძველმა კაპადოკიელებმა ააშენეს. ანატოლიის ზეგანზე მდებარე ამ ნაგებობაში  20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

დი მატერა-  რას წარმოადგენს ძველი იტალიური ქალაქები და მათი არქიტექტურა,ეს ყველამ კარგად იცის,თუმცა დი მატერა, აქაც გამორჩეულია. ყველაზე ძველი შენობა აქ 9 ათასი წლისა. ქალაქი ნაწილობრივ დღესაც დასახლებულია.

ბანდიაგარა – ეს ქალაქი მალიში მდებარეობს. დასახლების საერთო სიმაღლე 500 მეტრს აღემატება. წყალდიდობების დროს ადგილობრივები თავშესაფარს სწორედ ამ ქალაქში პოულობდნენ.

ჩუფუტ კალე –  ყირიმის ძველი მაცხოვრებლები, მომხდურთა შემოსევებისას თავს სწორედ ამ ციხე ქალაქს აფარებდნენ.

ბამიანი – იყო დრო, როცა ავღანელებმა ომის გარდა ვაჭრობა და მშენებლობაც იცოდნენ. სწორედ მათი ნახელავია უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის.

უჩისარი – ეს ქალაქიც ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.ქალაქი მთლიანად ტუფის კლდეშია გამოკვეთილი და  საუკუნეების განმავლობაში მასაც ერთგვარი თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.

კანდოვანი – ირანის პლატოზე მდებარე ამ ქალაქში ხალხი დღემდე ცხოვრობს. აქაურობა უზრუნველყოფილია,როგორც წყლით ასევე ელექტროენერგიით.

ჰასანკეიფი – მდინარე იორდანეს ნაპირზე მდებარე ეს ქალაქი საუკუნეების წინ აშენდა. თუ მეცნიერების ერთ ნაწილს დავუჯერებთ, ხორბლის კულტურა დასაბამს სწორედ ამ კედლების ძველი მაცხოვრებლებისაგან იღებს.

city.kvira.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.