ვასაძემ სსკ-ს 14 მუხლი დაარღვია – იურისტი თედ ჯონასი “რაინდს” პროკურატურაში უჩივის

იურისტი თედ ჯონასი ლევან ვასაძის წინააღმდეგ – ჯონასი მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს.

იურისტი დარწმუნებულია, რომ ვასაძემ თავის განცხადებებით და ქმედებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლი დაარღვია, შესაბამისად მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მათ შორისაა: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა, უკანონო ფორმირების შექმნა, ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

თედ ჯონასი ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

“რუსთავი2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.