“ვაშაძე დესტაბილიზაციის მთავარი გარანტი ვერ იქნება: ყველა დესტაბილიზაციის მთავარი წყარო ხელისუფლებაა”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ უცხოური გამოცემა “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში ფაქტობრივად, “საბოლოოდ ახადა ფარდა თავის გეგმებს”, რომ არჩევნების II ტურის წინ ქართული საზოგადოება “ფაქტობრივად, დგას არჩევანის წინაშე ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხესა და სტაბილურობას შორის” და რომ გრიგოლ ვაშაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში “ქვეყანაში ფაქტობრივად, დესტაბილიზაციის მთავარი გარანტი იქნება” და აცხადებს, რომ “ყველა დესტაბილიზაციის მთავარი წყარო ყოველთვის არის ხელისუფლება, რომელიც შეცდომას უშვებს”.

“გრიგოლ ვაშაძე დესტაბილიზაციის მთავარი გარანტი ნამდვილად ვერ იქნება: ყველა დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის ყოველთვის ხელისუფლება, რომელიც შეცდომას უშვებს. მე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს ვაშაძის განცხადების მიმართ იმის შესახებ, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის წინა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს შეიწყალებს. რა თქმა უნდა, მესმის თანაგუნდელობაც, სოლიდარობაც, მაგრამ ვთვლი, რომ პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს და შეიწყალოს მხოლოდ ის, ვინც არის შესაწყალებელი და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე იმოქმედოს. თუმცა რაც შეეხება ხალხის დაყოფა-დაპირისპირება-დესტაბილიზაციას, სიმართლე გითხრათ, ამის მცდელობა დღეს სწორედ იმ აქცია-მსვლელობაზე დავინახე, რომელიც უსამართლობისა და ძალადობის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გაიმართა რუსთაველის გამზირზე. ამიტომაც მინდა, ხელისუფლებას ვთხოვო, გონს მოეგოს არჩევნების II ტურამდე და ნუ დაუშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც მართლაც შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს არა მარტო მას, არამედ ქვეყანას. ის, რაც დღეს ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე [ხელისუფლებასთან აფილირებული სხვადასხვა მოღვაწეებისა და ორგანიზაციების საპორტესტო აქცია “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ] – ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და საზოგადოების დაყოფა-დაპირისპირების მაგალითი” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს საღამოს ტვ “პირველის” ეთერში საუბრისას.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.