ვემიჯნებით მდინარაძის განცხადებას და მიგვაჩნია, რომ ის ბერაია-ხუნდაძის კლანის გავლენით არის ნაკარნახევი – 20/30-იანელების საგანგენო განცხადება

ვემიჯნებით მდინარაძის განცხადებას და მიგვაჩნია, რომ ის ბერაია-ხუნდაძის კლანის გავლენით არის ნაკარნახევი – საგანგებო განცხადებას 20/30 იანელები ავრცელებენ. 

“ჩვენ, 20/30-იანელები, ვემიჯნებით მამუკა მდინარაძის განცხადებას და მიგვაჩნია, რომ ის ბერაია-ხუნდაძის კლანის გავლენით არის ნაკარნახევი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი სერიოზულად განხილვაც კი. ეს არის გაგრძელება იმ მტრული და მზაკვრული განზრახვისა, რის გამოც ჩავარდა ბატონი ბიძინას ინიციატივა და რის გამოც ბატონ ბიძინას სამყაროს წინაშე შერჩა გადამგდების და მატყუარას სახელი.

ჩვენ, 20/30 იანელები, ვთვლით რომ თუ არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების რესურსი, იქ უნდა ჩაიწეროს, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი 2030 წლამდე არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ დრომდე გამოცხადდეს მორატორიუმი ყოველგვარ არჩევნებსა თუ რეფერენდუმზე!” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.