ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის – იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელი ხვალ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს. მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დაესწრება.

შეხვედრის დაწყებამდე კი ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს შესახებ ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქვეყანა რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება.

„განვიხილავთ საქართველოსთან პარტნიორობის საკითხს და მოკავშირეებს მივაწვდით ინფორმაციას, რა ეტაპზეა ჩვენი თანამშრომლობა. შევეხებით შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ვნახეთ, რომ რუსეთი აძლიერებს რეგიონში სამხედრო ყოფნას. კომისიის სხდომაზე ასევე ვისაუბრებთ, როგორ ვითანამშრომლებთ ამ საკითხზე საქართველოსთან. რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეფორმებს. ბევრი რამ გააკეთა საქართველომ ამ კუთხით, მაგრამ მოვუწოდებთ რეფორმების გაგრძელებისკენ, ჩვენ კი დავეხმარებით მათ განხორციელებაში… ვერავინ აიძულებს საქართველოს არჩევანი გააკეთოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.