ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ, გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა სხდომა – ქემოკლიძე

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, კახა ქემოკლიძის განცხადებით ერთგნეთში, დღევანდელ შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი დაისვა, ეს შეეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასადა იმ ორი მოქალაქის საკითხს, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებიან.

„ძალიან რთული სხდომა იყო დღევანდელ შეხვედრაზე ორი კითხვა დაისვა ტატუნაშვილის საკითხის განხილვის კონტექსტში, როდის მოახერხებს ოჯახის ცხედრის მიღებას და როდის შეეძლება ორ მოქალაქეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. ​სამსაათანახევრიანი დისკუსიის შემდეგ, ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა სხდომა. ​ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მაშინ როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს და იმ ორ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში მიეცემა ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.