ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე – შეიწყალოს ადამიანი, მომხდარა დევნა-მარგველაშვილი

ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე – შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებისას.

„ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე – შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე ზოგადად, არამედ, ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულია კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლით მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავს, რომ ეს მუხლი არის აბსოლუტურად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელსუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.