ვეხვეწე, გვიშველე, ან დაგვბომბეთ – მეთქი – შინდისის ბრძოლის მონაწილე 11 წლის წინანდელ დღეს იხსენებს

შინდისის ბრძოლის მონაწილე, უჩა გუგუჩიძე სოციალურ ქსელში 11 წლის წინანდელ,  დღეს იხსენებს:

,,ზუსტად ეს დრო იქნებოდა 13საათი 11.08 .08როცა  დაიძახეს შტაბში რაღაც თათბირი არისო და მეთაური გადმოვიდესო, ნუ ჩვენი ასეულის მეთაურიც გავიდა შტაბი ჩვენგან ასე 60-70 მეტრში  იყო დაბანაკებული იქიდან მიდიოდა მართვა გაშლილი ჰქონდათ ჰარისის ფირმის კავშირგაბმულიბის საშუალება იქიდან მიდიოდა ქვედანაყოფის მართვა და კავშირი.

მე გადავწყვიტე, ჩემი ინიციატივით გადავსულიყავი შტაბში. გამეგო უშუალოდ ბრძოლის მეთაურიდან თუ რა ხდებოდა და რას ვაპირებდით. ასევე მინდოდა, გამეგო, თუ რატო გავიდნენ სპეცები წინა საღამოს. მყავდა ბევრი ახლობელი მეგობარიც შტაბში მომუშავენი. მე ვთქვი, ვინმეს ეცოდინება თქო. ნუ ბევრს არ მოგაწყენთ და მივედი მანდ ასეულის მეთაურის მოადგილეც მახლდა გვერდში, კაპიტანი მუშკუდიანი. მივედით და ჩამოვჯექით იქვე, სადაც მეთაურს ჰყავდა შემოკრებილი ოფიცრები და საუბრობდა რაღაც გადაადგილებებზე მოწინააღმდეგის. იქვე იყო მაიორი გოფოძე შტაბის უფროსი, თუმცა მთელი ღამე რაციასთან მოუწია ყოფნა და ხმა საერთოდ ჰქონდა ჩახლეჩილი. რაციასთან კი მაიორი რუხაია იყო და ღებულობდა და გადასცემდა ინფორმაციებს მეთაურს და სხვა ქვედანაყოფებსს!! არ დაგაიმალავთ და არ მომეწონა მეთაურის საუბარი და არც სიფათი ფერი, ისედაც თეთრია და საერთოდ არ ედო სახეზე და შიშის აშკარა სიმპტომებსაც საუბარში ამჟღავნებდა გვერდში. მეჯდა ცხონებული ჯიშკარიანი ვეფხვია და ვკითხე, ბიჭო, რაღაც არ მომწონს ამის როჟა-მეთქი და თვითონაც დამეთანხმა საწყალი.

ამასობაში მივაშტერდი რაღნაირად თვალში უყურებდი, რომ საუბრობდა შემამჩნია და მითხრა ტონით რაო ბიჭო, რას მომშტერებიხარო და აქ რატომ ხარო, შენი უფროსი საკმარისიაო მოგიტანდა ამბავსო.

მოკლედ ცოტა მოვარიდე მეც თავი და ცოტა მოშორებით მამაო იჯდა და მე და ვეფხია გადავედით მაქეთკენ და ვსაუბრობდით რაღაცას მამაოსთან ,ამასობაში მოგვესმა მეთაურის ხმა ცოტა ჩვენკენ წამოიწია და ტელეფონზე ესაუბრებოდა ზემდგომებს. აბა, ალყაში ვართო ეს გარკვევით გავიგონე,და ეგრევე მივედით მასთან ახლოს ნერვიულობდა საშინლად ცოფებს ყრიდა ვიღაცეებს დაურეკა არ უპასუხა არავინ იქნებოდა ასე სამის ნახევარი, და უცებ გვეუბნება, მე და მუშკუდიანი ვიდექით ასევე სერჟანტი ჭელიძე და რამოდენიმე ოფიცერი სახელები არ მახსოვს  და გვითხრა, ოფიცრები არ დაიბნეთო. ხალხი არ დააპანიკოთო ალყაში ვიმყოფებითო. ოფიცრებმა აიღეთო გრანატამიოტები და ტანკები საცაა შემოვლენო. დასცხეთო, სხვა გზა არ გვაქვსო. რა თქმა უნდა, ავიღეთ ეს გრანატამიოტები და წავედით პოზიციების შესარჩევად, ასე 15 წუთი. იქნებოდა გასული დაიძრა მეთაურის პრადო და შტაბის უფროსის ჰაილუქსი და წავიდნენ დაბლა შინდისის მიმართულებით!!!

ამასობაში პანიკამ მოიცვა იქაურობა მეთაური, გადისო და ჩვენც გავდივართო და დაიქოქა მანქანები. მიდის გინება, ყვირილი ალყაში ვართ,  დედები მოუტყნათო გაჰვყიროდით ყველა. ისე ავიდა ხალხი მანქანებზე, ჩვენც გამოვედით პოზიციებიდან. ეგენი ვინც ტანკებს უნდა დავხვედროდით მეთაურის ჭკუით, ვნახეთ ყველა გადიოდა და ამავე დროს ჩვენმა მანქანამ გამიჩერა კამანდირ გავდივართო და დაჯექიო.

მეც ავედი მანქანაში და გავყევი მძღოლს. მითხრა, მეთაური ჩვენი უშუალოც მანქანასთან ეძახდა ბიჭებს და მოგვყვებაო უკან ..და გავყევით ჩვენც იმ მიმართულებას სადაც მეთაურის მანქანა წავიდა და შტაბის უფროსის ანუ შინდისისკენ ჩვენ წინ კიდე ერთი მანქანა იყო, სადაც ჩვენი ერთერთ ოფიცერი აჩიკო აბულაძე იჯდა უკან კი კრაზების და პატარა მანქანების უზარმაზარი კოლონა მოგვყვებოდა. ასე 200 კაცამდე ვიქნებოდით სრულ ჯამში.  მოკლედ ჩავედით ყელქცეულის ბოლოში, სადაც უნდა გადაგვეხვია შინდისისკენ.

ვხედავ, მარცხენა მხარეს მინდვრებში დგას სამი ტანკი თეთრი ლენტები აქვთ გაკრული მკლავზე და ანტენებზე მოკლედ მივხვდი და ვხედავდი კიდევაც, ესენი რუსები იყვნენ და რესკი მუხრუჭით გავჩერდით. ამხელა კოლონა და გადმოხტა ხალხი და ჭაობები იყო დაიწყეს თავშესაფრის ძებნა ყოველ წამს ველოდით სროლას ტანკებიდან იქვე მივეყუდე მანქანის უკან ბორტთან და გავხედე რუსებს ეგენი ხელით გვანიშნებენ მარჯვენით იარეთო ჟეტიკულაციით. ვიღაცამ დაიძახა, ჩვენები არიანო და რატომღაც ხალხი ისევ ავედით მანქანებზე და გზა გავაგრძელეთ. რუსებმა თითქოსდა უკან დაიხიეს, მოკლედ შეუხვიეთ მარცხნივ და გაუსწორდით ეს მანქანები შინდისის სადგურებს, და რას ვხედავ, ორივე მანქანა ცეცხლის ალში ქეც პრადო ქეც ჰაილუქსი უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე, და უცებ აფეთქების ხმაური მომესმა და წინა მანქანას მოხვდა ჭურვი და დაგვიშვეს ყველაფერი ერთად.

გადმოვცვივდით მანქანიდან მე ჯერ ვერ მოვედი აზრზე, საიდან გვესროდნენ. თურმე ამათ ელისებური ჩასაფრება ჰქონიათ, მოწყობილი თითქმის. ყველა მხრიდან გვესროდნენ წყეულებიი. მეც სროლა სროლით გადავირბინე, შენობისკენ გადავწყვიტე ასვლა ჩემგან ცოტა მოშორებით ბიჭებიც არბოდნენ ლიანდაგებზე. სროლა როლით და ადგილებს ვეძებდით პოზიციები რომ დაგვეკავებინა. მე შევვარდი შენობა იდგა რაღაც, მის გვერდზე დავწექი და ავიღე მიზანში.

უკვე ვხედავდი, ამ ახვრებს და ჩავერთეთ, ბრძოლაში ჩემს დაბლა მარცხენა მხარეს ონიანს და რამოდენიმე საინჟინროს ჯარისკაც ჰქონდა, პოზიცია დაკავებული და იქიდან ისროდნენ ვხედადი, როგორ ეცემოდნენ ჩვენი ბიჭები სანამ პოზიციას აიღებდნენ. ცვიოდა ხალხი ჩემი ძმები. ერთი საათი მიდიოდა შეუწყვეტელი, სროლა იქით აქეთ ყველაფერს გვესროდნენ ეგ დედაატირებულები, ვიფიქრე, ადგილს შევიცვლითქო, მაგრამ უკვე შემამჩნიეს. 

მაგ არარაობებმა დამიშვეს ამასობაში შემომესმა ონიანის ყვირილი, კამანდირ ჩვენ დაგასტრახოვკებთ და დაბლა ჩახტიო თორემ აგაფეთქებენო…  მართლაც დამიფარეს ამათმა ასევე ილია შეყილაშვილი ჩემი საწყალი გმირი ძმა გაუხსნეს ცეცხლი ყველამ ჭელიძე იყო კიდე მეტყვიმფქვრევე და მოვახერხე შენობიდან გადმოხტომა. ამასობაში რაღაცნაირად გონება დავკარგე, რაღაც სითბომ გამაღვიძა ლოყაზე მოვისვი ხელი სისხლი მდიოდა მოვიხსენი ჩაფხუტი შეღუნული იყო ალბათ პადსტლნიკის ასკოლკა იყო ზუსტად  არვიცი ქვემოთ ვეგდე შენობის ამასობაში ხმა მომესმა კამანდირ ჩვენთან შემოდიოდა, რაღაც ცინკარი იყო ჩამონგრეული.  მის დაბლა თავს აფარებდა 5 ჯარისკაცკი 3 დაჭრილი იყო ჩემიანად აღმოვჩნდით. ერთი ჯარისკაცი ჩემი ქვედანაყოფიდან იყო, დანარჩენები სხვადასხვა ასეულიდან, ტელეფონი მოვითხოვე, ეგრევე ჩემი დამჯრდარი იყო, საერთოდ დავიწყე რეკვები დახმარებაზე. ამასობაში სროლებმაც ნელნელა იკლო, რაღაც გინების ხმა შემომესმა.

ცოტაც გაუძელიო, ვერ დავინახე  ვინ იყო. ხოხვით მიგვიახლოვდა. დამიძახა მიკვდებაა კამანდირ ჩემი ძმაო და ვხედავ, ალეკო ონიანს ეხუტებოდა ჯარისკაცს. თვითონაც სისხლი სდიოდა. ხმით ვიცანი, წყალი არ გაქვთო კი მეთქი, ვიფიქრე, იქნებ, ჰქონდეთ ბიჭებს წყალითქო და მოვბრუნდი უკან და უყვიროდი წყალი ხომ არ გაქთქო. ალეკოსაც მივაძახე მოვლენ, დარეკილიც მაქვს არ ინერვიულო ამასობაში მოვბრუნდი ალეკოსკენ  და რაღაც ეჭირა ხელში კი ვნახე, არ მიფიქრია, ლიმონკა თუ იყო, სანამ კაპსულის ხმა არ გავიგონე, მერე კი გრუხუნის ხმა და და ბოლი დადგა იმ ადგილას. მერე კი ბევრი რამე მეც არ მახსოვს, იმასთან ვერ მივედი ახლოს ეს მაღალ ძაბვის პროვოდები ყველაგან იყო დაბლა ჩაწოლილი თან ისევ განახლდა სროლები. შევედი ისევ თავშესაფარში და დაურეკე მეთაურს. მოვახსენე ყველაფერი. გუგუჩია ვარ,  მეთქი დახმარება გვინდა, ჩასაფრებაში მოვყევით ბიჭები მსხვერპლი დიდი გვაქსთქო.

პირველი ეს მითხრა, იქით რა გინდოდათო, მე უთხარი, ეხლა არაა ამის დრო დაგვეხმარეთქო ან აგერ ეს კორდინატი და დაგვბომბე- მეთქი მტერთან ერთამ მე ტყვედ ვერ ჩავბარდები მეთქი, მერე შენო? არ მაინტერესებს, ან გვიშველე, ან დაგვბომბეთ- მეთქი. არტილერიას კორდინატი მიეცი – მეთქი ვეხვეწე, ვღრიალებდი. მან ბენიძეს თავის მეკავშირეს გადასცა ტელეფონი. ბენიძემ კიდე ვერავინ შემოვა მანდო უკვე გასულები ვართო და თავს უშველეთო. რაღაც კორდინატი მიკარნახა. მთვარე მარცხნივ დატოვეო და  მსგავსი. მერეკი დავრეკე  დაზვერვის მეთაურთან ბიბინიძესთან, მან კიდე სროლა სროლით გაარღვიეო ალყა თავს უშველეო. მესამემ კიდე რენდოვერებით სად შემოვიდეთო უკვე ხაშურში ვართო და ასე მანუგეშეს ჩემებმა.

მოკლედ ცოტა ვეღარ ვწერ, დღეს მაპატიეთ ვერაფრით შევძლებ დავასრულო ეგ ისტორია. საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი. მოკლედ ხვალ გავაგრძელებ დღე მე4 ეს 11 აგვისტოს ყველაზე წყეულ დღეს ჩემი არსებობის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული და ბოზი დღე, მეტი არ შემიძლია, მაპატიეეეთ”.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.