„ვიდეო მასალა ყველაფერი იყო ხუმრობა” – დაკითხვიდან გამოსული წვევამდელი

„ვიდეო მასალა ყველაფერი იყო ხუმრობა. არაფერ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი,“ – ეს განცხადება ერთ-ერთმა წვევამდელმა გააკეთა, რომელიცმოკლულ წვევამდელთან, ბექა რუსიასთან ერთად მუჟავას საგუშაგოზე მსახურობდა. კომენტარი ჯარისკაცმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გვიანობამდე მიმდინარეობდა. გუშინ სულ ორი წვევამდელი დაკითხა.

დაკითხვიდან გამოსულების თქმით, მთავარი კითხვები სკანდალურ კადრებსეხებოდა, რომელიც რუსიას მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

პროკურატურაში მისვლამდე წვევამდელები რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო უწყებაში ჯარისკაცები პოლიციის მანქანით მივიდნენ, რასაც რუსიების ოჯახისა და ადვოკატის პროტესტი მოჰყვა.

„პოლიციაში არანაირი საქმე არ ჰქონდა პროკურატურის გამოძიებაში არსებულ საქმეზე დასაკითხ მოწმეებს. პოლიციის მიერ მათი მოყვანა კანონსაწინააღმდეგოა, არანაირ პროცესუალურ ნორმებში არ ჯდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა სასურველი შედეგების მისაღწევად,“ – აცხადებს რუსიებისოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.

რუსიები პროკურატურას რეალური დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებენ და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.