ვიდეო ►დათო ტურაშვილი – პირველი ქართველი ავტორი Books at Berlinale-ზე

დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამი“ ბერლინალეზე 12 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა.

უკვე მეცამეტე წელია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპროდიუსერები და გამომცემლები დიდი ინტერესით ელოდებიან სექციას – Books at Berlinale ( „წიგნები ბერლინალეზე“). კინოინდუსტრიისა და საგამომცემლო სახლების პოტენციური თანამშრომლობისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ევროპაში.

Books at Berlinale ბერლინალეს co-production market-ის ნაწილია, რომელიც 2006 წელს დაარსდა. პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ხორციელდება და ყოველწლიურად აქ უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები იგზავნება, საიდანაც ჟიური 12 საუკეთესოს არჩევს. აქცენტი ფილმის სცენარად კარგად ადაპტირებად ტექსტებზე კეთდება და შერჩეულ ფინალისტებს კინოფესტივალის მიმდინარეობისას წარადგენენ.

წელს პირველად ამ პროგრამაში ქართველი ავტორის წიგნიც მოხვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრისადმი გამორჩეულ ინტერესს.

დათო ტურაშვილის „ სხვა ამსტერდამი“ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ წარადგინა. საღამოს წიგნის ავტორიც ესწრებოდა, რაც, როგორც წესი, იშვიათად ხდება ხოლმე. ტურაშვილი წამყვანმა ასე წარადგნინა: „ახლა კი წარმოგიდგენთ წიგნს ჩვენი წლევანდელი სტუმარი ქვეყნიდან, საქართველოდან. დათო ტურაშვილი –  ეს არის ავტორი, რომელსაც უფრო მეტი წიგნი აქვს გაყიდული  საქართველოში, ვიდრე ჯ.ქ. როულონგის. წარმოიდგინეთ, როგორი პოპულარულია ის“.

„სხვა ამსტერდამი” 2015 წელს ბაკურ სულაკაურმა გამოსცა. მასში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბები და ავტორის ჰოლანდიური შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

მასალა მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.