ვიდრე ანაკლიის პორტის მშენებლობა ფერხდება, რუსეთი შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს – რუსული ფსბ-ს გეგმას ივანიშვილი და მისი ხელისუფლება წარმატებით ასრულებს?

ანაკლიის პორტი – საქართველოს ეკონომიკისთვის, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტი, ბოლო წლებში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას პრობლემებს ქვეყნის გარეთ, კონკურენტებიც უქმნიან.

საერთაშორისო გლობალურ  ბაზარზე ანაკლიის პორტის კონკურენტი ჩნდება.

რას აპირებს რუსეთი და რა მოხდება ტამანის ნავსადგურის ამოქმედების შემდეგ; აქვს თუ არა ანაკლიის პორტს განვითარების რეალური პერსპექტივა და დაიკავებს თუ არა მსოფლიო რუკაზე ადგილს; რატომ არის ტამანის ნავსადგური ანაკლიის პორტისთვის საფრთხე და რატომაა შესაძლებელი რუსულმა პროექტმა ქართული პორტი დააპაუზოს ?– „კომერსანტი“ შეეცადა ყველა დეტალი და საკითხი შეესწავლა.

სანამ ანაკლიის პორტთან კონკურენციის ნაწილზე გადავალთ, მანამდე მის მთავარკონკურენტზე გიამბობთ და სიღრმისეულად დაგანახვებთ რუსული პროექტის მნიშვნელობას ჩრდილოეთისთვის:

ტამანის კონსორციუმი RMP (RusMorPort), რომელმაც კონცესიით აიღო ახალი რუსული პორტი ტამანის მართვა, თავის თავში გააერთიანებს 5 კომპანიას: RosMorPort, KuzbassRazrezUgol, MetaloInvest, RZD რუსეთის რკინიგზა და SUEK.

ტამანის ნავსადგური სტრატეგიულად მდებარეობს ქერჩის სრუტის რუსულ მხარეს, რომელიც შავ ზღვას აკავშირებს აზოვის ზღვასთან, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მოპირდაპირე მხარეს.

რუსული პორტი ახლადაშენებული (3 მლრდ. ევრო) სადავო ხიდის საგზაო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. ხიდი გადაკვეთს ქერჩის სრუტეს და აკავშირებს ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან. უკრაინა აგრძელებს ხიდის წინააღმდეგ პროტესტს, რადგან მას მიიჩნევს ძალიან მოუხერხებლად იმისთვის, რომ დიდი და შესაბამისად მაღალი გემები შევიდნენ აზოვის ზღვაში.

„ხიდის გამო, გემების 23%, რომლებიც აზოვის ზღვაში შევლენ ვერ შეძლებენ ოპერირებას, რაც გამოიწვევს უკრაინის პორტ მარიუპოლში ტვირთნაკადის 43%-ით კლებას“,— აცხადებს უკრაინის მთავრობა. იგი ირწმუნება, რომ ხიდის მშენებლობის შემდეგ მხოლოდ 160 მ-მდე სიგრძის და 8 მ-მდე სიღრმის გემები შეძლებენ ოპერირებას ხიდით „გადაკეტილ“ ტერიტორიაზე.

მოგეხსენებათ, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის იძულებითი ანექსია განახორციელა და მიზეზად, იქ მცხოვრები  რუსეთის ეთნიკური უმრავლესობის უკრაინის მთავრობის ზეწოლის ქვეშ ყოფნა დაასახელა. ამ ფაქტის შემდეგ  ქერჩის სრუტის გავლით შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გემების მიმოსვლის კონტროლი არის  ერთგვარი საკვანძო ელემენტი რუსეთის მიერ ყირიმიზე უფრო დიდი პრეტენზიის დასაფიქსირებლად.

2008 წლის აგვისტოში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს მთავრობის დადგენილებას, მსხვილი საერთაშორისო სატვირთო პორტის განვითარების შესახებ ტამანის პორტიდან სამხრეთით რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით.

ახალი პორტის მფლობელებს შორის  წილები შემდეგნაირად გადანაწილდება:ახლანდელი ტამანის პორტის მფლობელი RosMorPort –22.5%, KRU ( KuzbassRazrezUgol) 22.5%, მეტალოინვესტი 22,5%, SUEK-(ციმბირის ნახშირის ენერგო კომპანია, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი) –22.5% და ბოლოს რუსეთის რკინიგზა-10%.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ოთხი ინვესტორი (სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი RosMorPort-ის გარდა) 1.14 მილიარდ ევროს ჩადებს პორტის პირველი ეტაპის განვითარებაში.

იგეგმება, რომ რუსეთის მთავრობა პროექტში 2.3 მლრდ, ხოლო კერძო ინვესტორები 2.4 მილიარდ დოლარს ჩადებენ. აღნიშული ინვესტიცია მოიცავს პორტის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. 2024 წლისთვის ახალი პორტის დაგეგმილი გამტარუნარიანობა 66.9 მილიონი ტონა ტვირთი იქნება, რაც 2.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ხარჯზე მოხდება. ცნობისთვის ტამანის პორტმა 2018 წელს 14.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა.

2024 წლისთვის პორტს ექნება შვიდი მოქმედი ტერმინალი: ნახშირის, რომელიც KuzbassRazrezUgol-ს მოემსახურება -20 მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SUEK-ისთვის -12 მლნ. ტ, მეტალურგიული ტერმინალი მეტალოინვესტირებსთვის -9 მლნ ტ, ხორბლის EFCO-ს ტვირთისთვის -20მლნ ტ, ასევე ნახშირის ტერმინალი SDS Ugol– 5 მლნ ტ სიმძლავრით, საბუნკერე Rosneft-ს 0,9 მლნ ტ და ბოლოს სპეციალიზირებული ტვირთის ტერმინალი Ros Tec (სამხედრო ტექნიკა).

  • ტამანის პორტების განვითარების მეორე ეტაპზე 2027-2030 წლებში, დაგეგმილია საკონტეინერო და სასუქების ტერმინალების მშენებლობა,  37 მლნ ტ სიმძლავრით. ტამანი ასევე მიიღებს ტვირთს, რომელსაც ახლომდებარე ნოვოროსიისკის რუსული ღრმაწყლოვანი ნავსადგური ვერ გაუმკლავდება. ტამანის ნავსადგურის სიღრმე 20-25 მ-ია, რაც საშუალებას იძლევა მოემსახუროს 220 000 ტონამდე გემებს.
  • ტამანში სამრეწველო ინდუსტრიული პარკის პროექტის განხორციელებით, დაგეგმილია რუსეთის სამხრეთ ნაწილში ნაყარი ტვირთის გადაზიდვის უნარის დეფიციტის აღმოფხვრა. პარკი ასევე ნავთობქიმიური და აგრარული პროდუქტების რუსეთის ბაზარზე წარმოების შესაძლებლობას შექმნის, და ხელს შეუწყობს ქვეყნის ექსპორტს.

უკრაინული კომპანია Kernel Holding-ის ტერმინალის გამოყენების უფლების შეძენით, გლობალური ტრეიდერი Glencore ი ცდილობს თითქმის გააორმაგოსთავისი მარცვლეულის საექსპორტო შესაძლებლობები Taman– ში. Glencore-სა და Kernel-ს ტამანის პორტის გამტარუნარიანობის 50%-ის გამოყენების თანაბარი უფლება ჰქონდათ.

ამ პროცესებში ჩართული კიდევ ერთი კომპანია გახლავთ სახელმწიფოს მიერ მართული  VTB, რუსეთის მეორე უმსხვილესი ბანკი, რომელიც ფლობს ორ მარცვლეულის საექსპორტო ტერმინალს შავი ზღვის ნოვოროსიისკის პორტში და მოლაპარაკებებს აწარმოებს ტამანის პორტში ახალ ტერმინალში წილის შესყიდვაზე.

Kernel გახლავთ წამყვანი და უდიდესი მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია უკრაინაში, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთავარი მიმწოდებელი შავი ზღვის რეგიონიდან მსოფლიო ბაზრებზე. Kernel-სპროდუქცია ექსპორტზე გააქვს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.

Rusagrotrans- ის თანახმად, გლენკორე იყო რუსეთში სიდიდით მეორე ექსპორტიორი 2017/18 წლებში.

ამ გარემოებას ზოგადად და ტამანის ნავსადგურს აკონკურეტულად რომ დიდი უარყოფითი გაველნის მოხდება შეუძლია ანაკლიაზე, ამას HUB Georgia-ს დამფუძნებლის ვასო ურუშაძის არგუმენტებიც ამყარებს:

„ნოვოროსიისკის ნავსადგურის ერთი შეხედვით შემავსებელ ტამანის პორტს, მხოლოდ დამატებითი ზეწოლა შეუძლია იქონიოს უკრაინის აზოვის ზღვის პორტებზე მარიუპოლისა და ბერდიანსკისკზე, რომლებიც მხოლოდ დაზარალდნენ და შეუმცირდათ ტვირთის მოცულობა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის შედეგად.

რუსეთის ფედერაციის მიერ ნავსადგურის მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირ მიუთითებს, რომ პროექტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისთვის პრიორიტეტულია.

თავად პროექტი, როგორც გაუყინავი ნავსადგური, ფაქტობრივად, წარმოადგენს კასპიის და შავი ზღვების დამაკვშირებელ „ევრაზიის“ სამდინარო არხს. ზუსტად ამიტომ და კიდევ პროექტში ჩადებული ინვესტიციებისა და რუსეთის ამბციური გეგმების გამო, იგი პირდაპირ ანაკლიის პორტის კონკურნეტი გამოდის.

ფაქტია, ნავსადგურის ჩრდილოეთით გაფართოების პირობებში, ახალ აკვატორიაში შესაძლებელი იქნება მსხვილტონიანი გემების მაქისმალური საპროგონოზო 50 000 ტონა დედვეიტის მიღება. შედარებისთვის ოდესის ღრმაწყლოვან ნავსადგურმა 2018 წელს 117 000 ტონა დედვეიტის  CASCO Shiping PANAMA  კონტეინერმზიდი მიიღო. თუნდაც გემების ამ მახასიათებლებით ფოთის ნავსადგური ვერ იქნება „ღრმაწყლოვანი“. გარდა ამისა, ახალი ნავსადგურის აკვატორია რომლის ფართობი 17.5 ჰექტარია, 270 მეტრზე გრძელი გემის წრიულად შემობრუნება დაუშვებელია,— აცხადებს ურუშაძე.

ახალი ნავსადგურის შიდა ავკატორისს 17.5 ჰა ფართობს იკავებს, სადაც ჭარმბობს 4-5 მეტრი სიღრმეები იმისთვის, რომ არ დაირღვეს მომიჯნავე ჰიდროტექნიკური ნაგებობის სიმტკიცე და მიღწეულ იქნეს 13 მეტრიანი დაღრმავება. აუცილებელია აკვატორიის დაახლოებით 10 ჰა ფართობზე დაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება. ბუნებრივია მაქსიმ 13 მეტრიანი დაღრმავება ვერ ჩაითვლება „ღრმაწყლოვანი“ ნავსადგურისთვის მისაღებ კრიტერიუმად.

მეორე მომენტია, თუ ანაკლიის ნავსადგური ძირითადად აქეცენტირებული იქნება ჩინეთის ნავსადგურებიდან (შანხაი, ლიუნანგანი და ა.შ)  8 000 – 10 000 TEU წყალწყვის გემებით პირდაპირი მიმართულებით  – საზღვაო გადაზიდვებზე, რადგან  ჩინეთიდან 3000-4000 TEU-იანი გემების ევროპაში გაგზავნა ეკონომიკურად არარენტაბელურია; ფოთის ნავსადგურმა გაფართოებსი შედეგად , საპროგნოზო ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად აუცილებლია გაზარდოს კონტეინერმზიდების დატვირთვიანობა 1 500 TEU-დან 3000-4000 TEU-მდე, რითაც შესაძლებელი გახდება ტარიფების შეამიცროს და გაზარდოს რენტაბელობა.

ძალიან კარგად გამოიკვეთა ბოლო პერიოდში, თუ ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი და ვინ არის ჩვენი მტერი და მოწინააღმდეგე. არსებობს პროდასავლური ძალები, არსებობს აშშ, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და, შესაბამისად, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე გამოიკვეთა ის ძალა, რომელიც ყველა ხერხით ებრძვის, რომ საქართველოში მსგავსი პროექტები არ განხორციელდეს, საქართველო ეკონომიკურად ვერ განვითარდეს, საქართველოს არ ჰქონდეს ფუნქცია და როლი, საქართველო არ იყოს ძლიერი და შემდგარი სახელმწიფო – ეს არის რუსეთი, ჩვენი არაკეთილისმსურველი, ჩრდილოელი მეზობელი. გვაქვს რეალობა, სადაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენს მიერვე არჩეული ხელისუფლება კონკრეტული პოლიტიკური ძალის საშუალებით იზიარებს და ასრულებს იმ დავალებას, რომელიც მოდის სწორედ რუსეთიდან,— განმარტავს ვასო ურუშაძე. 

პ.ს. მასალა მომზადებულია პორტალ PortSEurop-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულსhttps://www.portseurope.com/russian-consortium-to-take-over-port-of-taman-in-the-kerch-strait/?fbclid=IwAR19pDcHf86av5LMfePpTpAkVUqi1fCVzvzSBDKfC93L39SkkLz0alizd9Q

სალომე ლემონჯავა

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.