“ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც”

დიდი ქართველი კლასიკოსის ოთარ ჭილაძის მოსაზრება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით: ინტერვიუ მომზადებულია 2009 წელს.

„ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ჩვენს სულებში საუკუნეთა მანძილზე ჩალექილი მონობის შლამი, დავიბრუნოთ ჭეშმარიტი სახე, ჭეშმარიტი ბუნება და აღვიდგინოთ ისტორიული მახსოვრობა. ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ან თავისუფლების შესანარჩუნებლად, ან თავისუფლების კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად ვიბრძვით, ხოლო ისტორიული მახსოვრობის გარეშე, შეიძლება, საერთოდ ავიღოთ ბრძოლაზე ხელი, რაც იგივე სიკვდილი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, სამასწლოვან ომში რომ ვართ ჩათრეულნი და აგვისტოს ომი მხოლოდ ეპიზოდია ამ ომისა… ამით არც არაფერი დაწყებულა, არც არაფერი დამთავრებულა.

ჩვენ კი აგერ უკვე ორასი წელია რუსეთზე ვართ მიბმული და ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, ფერიც ვიცვალეთ და ზნეც. მაგრამ მე მაინც არ ვთვლი ქართველ ერს დამარცხებულად და არც ამის ხმამაღლა განცხადება მგონია მამულიშვილური გულწრფელობის მაგალითი. ამან, შეიძლება, კიდევ უფრო გაგვიმძაფროს დანაშავის კონპლექსი, ზედმეტი კი ყველაფერი ერთნაერად მავნებელია ცუდიც, კარგიც. ერი, რომელიც თუნდაც ქაოტურად, ალალბედზე იბრძვის თავისუფლებისთვის, უპირველეს ყოვლისა იმას ადასტურებს მონობაში დაკარგული სახის დაბრუნების სურვილით რომ არის შეპყრობილი და თუნდაც მარტო ამ სურვილისთვის იმსახურებს პატივისცემაც სხვებისგანაც თუ არა ჩვენგან მაინც. ასე, რომ კი არ დავმარცხდით, ცოცხლები აღმოვჩნდით. ანუ კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგვეცა ცდისა“.
guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.