ვინც ხაზარაძეს კონკურენტად მიიჩნევენ, უნდა გააცნობიერონ, რომ მისი წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ხუხაშვილი

იმათაც კი ვინც ხაზარაძეს კონკურენტად მიიჩნევენ, უნდა გააცნობიერონ, რომ მისი წარმატება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის წარმატება სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

„იმათმაც კი, ვინც ხაზარაძეს კონკურენტად მიიჩნევენ, უნდა გააცნობიერონ, რომ მისი წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცის გასახსნელად. ამით ყველა და რაც მთავარია სახელმწიფო მოიგებს“ – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, კანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა. 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თიბისი ბანკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.