ვინ არის ვერაზე მოკლული ყოფილი ,,კანონიერი ქურდი“ ,,კოჩო“

ვერაზე ტატიშვილის 26 ნომერთან მოკლული 60 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში კრიმინალური ავტორიტეტი იყო, გოგი რატიანი. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გვარად ხატოევია, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ რამდენიმე წლის წინ გვარი რატიანად გადაიკეთა.

 მოკლული სამართალდამცავ უწყებაშიც რატიანად არის დაფიქსირებული.

ვერაზე მოკლული ყოფილი ,,კანონიერი ქურდი“ წლების განმავლობაში კრიმინალურ სამყაროში გოგი ხატოევის, მეტსახელად ,,კოჩო გოგიას“ სახელით იყო ცნობილი. ის ეროვნებით ეზიდია. ხატოევის ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ სტატუსი ჩამორთმეული ჰქონდა და ის ბოლო წლების განმავლობაში შეცვლილი გვარით, რატიანით ფიქსირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, რატიანთან გუშინ ღამე ახლო ნათესავი იმყოფებოდა. მეზობლებს მისი სახლიდან ხმაური და გასროლის ხმა არ გაუგიათ.

ჭრილობა გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით თავში მიაყენეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება იკვეთება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით რატიანი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი იყო.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.