ვინ მეტს ხარჯავს: უცხოელი ტურისტები საქართველოში VS ქართველი ვიზიტორები უცხოეთში

საერთაშორისო ტურიზმი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. საქართველოში 2017 წლის პირველ 7 თვეში 4 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. ამავე პერიოდში უცხოეთში 1.7 მილიონი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკი ითვლის თუ რას ხარჯავენ უცხოელი ტურისტები საქართველოში. ეროვნული ბანკის კალკულაციით, 2016 წელს ვიზიტორებმა $2.16 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც ქვეყნის ტურისტული სექტორისთვის რეკორდული შემოსავალია.

სებ-ი ითვლის იმასაც თუ რა თანხას ხარჯავენ ქართველი ტურისტები უცხოეთში. ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციით, 2016 წელს ქართველმა ვიზიტორებმა უცხოეთში $386 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს ამავე პერიოდში უცხოელების მიერ საქართველოში გაწეულ ხარჯებზე 5.6-ჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება 2017 წლის მაჩვენებლებს, სებ-ის ცნობით, 2017 წლის პირველ კვარტალში ტურისტებმა საქართველოში $434 მილიონი დოლარი დახარჯეს, ეს 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. ქართველმა ვიზიტორებმა კი უცხოეთში $79.5 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 5%-ით ჩამოუვარდება.

ტურიზმზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7% მოდის.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: