ვინ მონაწილეობდა გასული წლების საპრეზიდენტო არჩევნებში და ვინ რამდენი ხმა მიიღო

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. 1990 წლიდან დღემდე ქვეყნაში 6 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. Imedinews-იგვთავაზობთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

1991 წლის 26 მაისი (პირველი) საპრეზიდენტო არჩევნები

1991 წლის 14 აპრილს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა.

1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა;

2. ვალერიან ადვაძე 240243 ხმა;

3. ჯემალ მიქელაძე 51717 ხმა;

4. ნოდარ ნათაძე 36266 ხმა;

5. ირაკლი შენგელია 26886 ხმა;

6. თამაზ კვაჭანტირაძე 8553 ხმა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 594 810 ადამიანი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 978 247-მა.

1995 წლის 5 ნოემბრი საპრეზიდენტო არჩევნები

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა
50%-ზე მეტის მხარდაჭერას.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა:

1. ედუარდ შევარდნაძე 1 589 909 ხმა

2. ჯუმბერ პატიაშვილი 414 303 ხმა

3. აკაკი ბაქრაძე 3 350 ხმა

4. პანტელეიმონ გიორგაძე 10 697 ხმა

5. ქართლოს ღარიბაშვილი 10 023 ხმა

6. როინ ლიპარტელიანი 7 948 ხმა

საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარ შევარდნაძე. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 106 557 ადამიანი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 139 369-მა.

2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6–მა კანდიდატმა:

1. ედუარდ შევარდნაძე 1 870 311 ხმა

2. ჯუმბერ პატიაშვილი 390 486 ხმა

3. ქართლოს ღარიბაშვილი 7 863 ხმა

4. ავთანდილ ჯოგლაძე 5 942 ხმა

5. ვაჟა ჟღენტი 3 363 ხმა

6. თენგიზ ასანიძე 2 793 ხმა

საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 088 925 ადამიანი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 343 176-მა.

2004 წლის 4 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები

არჩეულად ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6–მა კანდიდატმა:

1. მიხეილ სააკაშვილი 1 890 256 ხმა

2. თეიმურაზ შაშიაშვილი 36 398 ხმა

3. როინ ლიპარტელიანი 5 154 ხმა

4. ზაზა სიხარულიძე 4 782 ხმა

5. ქართლოს ღარიბაშვილი 4 192 ხმა

6. ზურაბ ქელეხსაშვილი 1 901 ხმა

საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი.

2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არ არსებობდა საქართველოს მოქალაქეთა შესახებ მონაცემთა სრულყოფილი ბაზა, რომელსაც შეიძლება დაყრდნობოდა ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნით მოხდა მოქალაქეთა წინასწარი საარჩევნო რეგისტრაცია, ამისათვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისიები, რომლებიც ახორციელებდნენ მოქალაქეთა წინასწარ რეგისტრაციას შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოებთან ერთად. საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა საარჩევნო უბანზე იყო ამომრჩეველთა საუბნო ხელნაწერი სია, დადასტურებული საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და შინაგან საქმეთა შესაბამისი რაიონული სამმართველოს პასუხისმგებელი პირის მიერ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 2 231 986 ადამიანი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 963 556-მა.

2008 წლის 5 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები

არჩეულად ჩაითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 7-მა კანდიდატმა:

1. მიხეილ სააკაშვილი 1 059 647 ხმა

2. ლევან გაჩეჩილაძე 509 111 ხმა

3. არკადი პატარკაციშვილი 140 801 ხმა

4. შალვა ნათელაშვილი 128 564 ხმა

5. დავით გამყრელიძე 79 734 ხმა

6. გიორგი მაისაშვილი 15 247 ხმა

7. ირინა სარიშვილი–ჭანტურია 3 242 ხმა

საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 527 964, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 982 318-მა.

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

გიორგი მარგველაშვილი  62.12%;

დავით ბაქრაძე 21.73%;

ნინო ბურჯანაძე 10.18%;

შალვა ნათელაშვილი 2.88%;

გიორგი თარგამაძე 1.06%;

საქართველოს პრეზიდენტი გახდა გიორგი მარგველაშვილი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.