ვინ მფარველობს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ რამაზ დევაძეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის მიერ, 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დაგვიდასტურა.

საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამაზ დევაძე დაკავებული იქნა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადალახვისას ე.წ. ნეტრალურ ზონაში. 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე აჭარაში მოკლული 22 წლის პოლიციელის მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარაშ მუკბანიანის მკვლელი თვეების განმავლობაში სარგებლობდა აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის დაცვის უფროსების მფარველობით. ის ასევე წარმოადგენდა კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (ლავასოღლის)  დანაშაულებრივ სინდიკატს.

შეგახსენებთ, რომ რამაზ დევაძე კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია გორაძის იგივე ლავას-ოღლის „გუნდის“ წევრია. ასევე გვინდა შეგახსენოთ, რომ ლავს-ოღლი 2014 წლის 19 ივნისს დილის 4 საათზე საქართველოს საზღვარს სარფის საბაჟოსთან ავტომანქანით მოუახლოვდა. გამომდინარე იქედან, რომ მინდია გორაძე 2013 წლის შემდეგ იძებნებოდა 223 პრიმა მუხლით (ორგანიზებული დანაშაულის ანუ ქურდული სამყაროს წევრობა) მის დასაკავებლად მობილიზილებული იყო შსს-ს ოთხი დეპარტმანეტის (სახლემწიფო უსაფართხოების სამართველო, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის დაცვის პოლიცია) თანამშრომლები. თუმცა, ბოლო მომენტში ოთხივე დეპარტამენტმა მიიღო ბრძანება, რომ მინდია გორაძე უპრობლემოდ შემოეშვათ საქართველოში. 

ლავას-ოღლი საქართველოში შემოვიდა მინდია აბაშიძის სახელით და მას საქართველოს ტერიტორიაზე დახვდა უახლოესი მეგობრები, მათ შორის რამაზ დევაძე. მეგობრები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილებოდნენ დევაძის კუთვნილი შავი BMW-თი, ხოლო საღამოს ოჯახებით იქეიფეს სასტუმრო „გოლდენ პალასის“ რესტორანში. მეორე დღეს 20 ივნისს მინდია გორაძე-აბაშიძემ დატოვა საქართველო. 
მინდია გორაძე (ლავას-ოღლი) საქართველოში 2006 წელს გასამართლებული იყო ბანდიტიზმის მუხლით, 2012 წელს დატოვა საქართველო და 2013 წელს ოდესაში მოხდა მისი „ქურდად“ კურთხევა. ჩვენი მონაცემებით, სწორედ მან გადაიხადა 2000 დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების ერთ-ერთი პროკურორის, ფრიდონ ქარცივაძის სამსახურებრივი ავტომობილის დაწვისთვის. ამ ფაქტს შურისძიების ხასიათი ჰქონდა და ა.წ. 29 აპრილს მოხდა ქ. ბათუმში. 

უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ჩავიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ავტორიტეტებს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ, მაყურებელთა ჩანერგვის მეშვეობით, ციხეებზე კონტროლის განხორციელებაში დახმარებას სთხოვა. პირველი ამგვარი ვიზიტები თურქეთში ჯერ კიდევ აწ გადამდგარმა დეპარტამენტის უფროსმა, დღეისათვის ანტიტეროსრისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დიმიტრი დარბაისელმა განახორციელა.

შემდგომში, ლავას-ოღლიმ დარაბაისელის მეშვეობით „დაალაგა“ ურთიერთობა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან, რომელმაც ურთიერთობისთვის თავის დაცვის უფროსი გეგა გეგეშიძეს გამოყო. შედეგად, მან შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამართველოს უფროს დავით თამაზაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიციურ-კრიმინალური სისტემა, რომლის შედეგადაც აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული ბიზნეს ობიექტების დარეკეტება დაიწყეს. პოლიციის მხრიდან თამაზაშვილთან ერთად სისტემაში აჭარის საპატრულოს უფროსის მოადგილე რაიბულ მამულაძე იყო ჩაბმული, რომელიც უშუალოდ ლავას-ოღლის ინიციატივით დაინიშნა ამ თანამდებობაზე, ხოლო კრიმინალური სამყაროს ყოფილი მოჭიდავეები ამირან ფაღავა, რამაზ დევაძე, მუხრან ვახტანგაძე, რამაზ ვაშაყმაძე და ჯაზა გორაძე წარმოადგენდნენ.
შედეგად მივიღეთ 90იანი წლების პოლიციულ-კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, რომელმაც ტრაგიკული შედეგი გამოიღო,”-განაცხადა გივი თარგამაძემ.

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.