ვიცეპრემიერი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს ადასტურებს

“მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ მიმდინარეობს გუნდში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა  და როდესაც ეს ცვლილებები შესაბამისად მომზადდება ამას პრემიერი გააჟღერებს”, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

კითხვაზე რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობებს ვიცეპრემიერი ამბობს, რომ დეტალებზე პრემიერმინისტრი ილაპარაკებს.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 13 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: