ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრა ითხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა.

ამის შესახებ ევროკავშირში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal წერს.

„შესაბამისი თხოვნით პუტინმა კურცს ავსტრიის დედაქალაქში 5 ივნისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის დროს მიმართა. ავსტრიის კანცლერი პუტინს დაპირდა, რომ აღნიშნულ ინიციატივას აშშ-ს პრეზიდენტთან დააყენებს“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კურცმა ამ საკითხზე შესაძლოა მომავალ კვირას, ბერლინში ვიზიტის დროს, გერმანიაში აშშ-ს ელჩთან იმსჯელოს.

„ავსტრიელები მზად არიან საკუთარ ქვეყანაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ჩაატარონ. მოლაპარაკებების მიზანი სირიის, უკრაინისა და სხვა საკითხების ირგვლივ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებაა“, – აღნიშნავს გამოცემა.

primetime.ge/

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.