ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ტერაქტის აღკვეთაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს და ამერიკულ სპეცსამსახურებს მადლობა გადაუხადა. შესაბამის ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვლადიმირ პუტინი დღეს საღამოს დაუკავშირდა ტელეფონით დონალდ ტრამპს და სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი ტერაქტების აღკვეთაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სატალეფონო საუბარი პუტინის ინიციატივით შედგა.

„პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარა რუს სამართალდამცავებს გასულიყვნენ იმ ტერორისტების კვალზე, რომლებიც აფეთქებას სანკტ-პეტერბურგში ყაზანის ტაძარსა და სხვა ადგილებში გეგმავდნენ“.

კრემლის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების მიერ მიწოდებული ცნობები საკმარისი აღმოჩნდა დამნაშავეების დასაკავებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა სთხოვა ტრამპს მადლობა გადასცეს სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიიღეს.

„იმ შემთხვევაში თუ რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას მიიღებენ, ისინიც ანალოგიურად მოიქცევიან“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.