ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს „სტრატეგიული და შემტევი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის“ შეთანხმების 5 წლით გახანგრძლივებას სთხოვა

ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს იარაღის კონტროლის საკითხზე რამდენიმე წინადადება შესთავაზა. ცნობას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რედაქცია მემორანდუმი ჩაუვარდა ხელში, სახელწოდებით „დიალოგი იარაღის კონტროლის საკითხებზე.

დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი ვაშინგტონს „სტრატეგიული და შემტევი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის“ შეთანხმების 5 წლით გახანგრძლივებას სთხოვს. გამოცემისავე ინფორმაციით, მოსკოვის შეთავაზება აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობის ზრდის ფონზე ზომების მიღებას ითვალისწინებს, რომლებიც „ევროპის კონტინენტზე ნდობისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლების პირობებში, ინციდენტების თავიდან აცილებისკენ იქნება მიმართული.

16 ივლისს ჰელსინკიში ამერიკის და რუსეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდა

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.