„ვლანძღავდი კი არა, დანასაც გავუყრიდი ყელში უნამუსო გვარამიას“ – დაპირისპირება ზუგდიდში

ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი, „რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

როგორც ქალბატონი აცხადებს, საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა, როდესაც ნიკა გვარამიამ ხელიდან პარკი გამოგლიჯა, სადაც პირადი ნივთები ჰქონდა, ასევე წაართვა საარჩევნო აკრედიტაცია.

„ვლანძღავდი კი არა, დანასაც გავუყრიდი ყელში უნამუსო გვარამიას”, – უთხრა ქეთევან სორდიამ “რადიო თავისუფლებას”.

ინციდენტში სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ჩაერთნენ, გვარამია ადგილზე დაცვის ათამდე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ ქალბატონს ხელიდან გამოგლიჯა აკრედიტაცია.

„ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბარი ტყუილია. ხელიდან გამოვგლიჯე ის, რაც ეჭირა, რადგან მაინტერესებდა, ვინ იყო პროვოკატორი და აღმოჩნდა „ქართული ოცნების” წარმომადგენელი”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.