ვოლკერი: საქართველოს ჯარი არ დგას რუსეთში, რუსული ჯარი დგას საქართველოში


კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში
კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში

კომენტარების ნახვა

რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას, რუსეთის ჯარი დგას საქართველოში, აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი. ის ამბობს, რომ რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამის მიზანი კი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის გამართლებაა.

კითხვა, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, დღესაც ხშირად ისმის. რას უკავშირებთ ამას? როგორ ფიქრობთ, ვის აძლევს ხელს საუბრის ამ კუთხით წარმართვა?

პირველ რიგში ვისაუბროთ ფაქტებზე. ფაქტები ცხადია, რუსეთი საქართველოზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, სამხედრო ზეწოლასაც, დაახლოებით, ორი წელი. ამაში შედის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რადარების დაბომბვა, დღეს ოკუპირებულ და მაშინ გაეროს მიერ დაცულ კონფლიქტურ ზონებში სამხედრო პერსონალის გაზრდა, ჯარების შემადგენლობის შეცვლა, საინჟინრო ბატალიონების გადაყვანა. ყველაფერი ეს მიუთითებდა იმისკენ, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოზე ზეწოლას ახორციელებდა.რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება.

შემდეგ კი იყო სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც რუსეთი საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას აპირებდა. საქართველომ ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამ ყველაფრის მანამდე შესაჩერებლად, ვიდრე ვითარება გაუარესდებოდა. შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველომ იმ კონკრეტულ დღეს პირველი ტყვია გაისროლა, მაგრამ ეს [არგუმენტი] მთლიანად სცდება კონტექსტს, რომელიც იმაზე მიანიშნებს, თუ რა ხდებოდა ამ კონფლიქტში.

რუსეთს სურს განხილვებში უწყვეტად შეინარჩუნოს ნარატივი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, ეს ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთში საქართველოს ჯარი არ დგას. მხოლოდ რუსეთის ჯარი დგას ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიად, გარდა თავად რუსეთისა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენ, ვიყავით თუ არა იქ, ვიცნობდით თუ არა საკითხებს მაშინ, თუ მათ შესახებ ახლა ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია ჩუმად არ ვიყოთ და რუსეთის ეს შეხედულება კამათის გარეშე არ გავატაროთ.

როგორ შეცვალა რუსეთ-საქართველოს ომმა სტრაგეტიული გარემო?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ალბათ, გახსოვთ, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის, საქართველოშიც. მაგრამ ასევე იყო ბალანსი რუსეთთან სტრატეგიული დიალოგის წარმოებით. ბუშის ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან ეს დიალოგი შეენარჩუნებინა 2006, 2007, 2008 წლებში. ბუში და პუტინი პეკინში ოლიმპიადაზე ერთად იყვნენ, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პრეზიდენტი ბუშისთვის და რესპუბლიკელებისთვის ეს ბოლო წვეთი იყო იმის საფიქრელად, რომ ჩვენ არ შეგვიძლია პუტინის მმართველობის ქვეშ იმ რუსეთთან თანამშრომლობა, რომელიც საკუთარ მეზობლებს თავს ესხმის. ბუშის ადმინისტრაციისთვის ეს წყალგამყოფი მომენტი იყო.საქართველო პირველი ნაბიჯი იყო და უკრაინა მეორე, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალა დასავლეთის შეხედულება იმაზე, თუ როგორ იქცევა პუტინი მსოფლიოში და რა უნდა გააკეთოს ამერიკამ საპასუხოდ.

ასევე, ალბათ გახსოვთ, ობამას ადმინისტრაცია რომ მოვიდა “გადატვირთვის” დიდი პოლიტიკა დაიწყო, დაივიწყა რუსეთის ომი საქართველოსთან და ეცადა რუსეთთან შეძლებისდაგვარად ეთანამშრომლა. 2014 წლის შემდეგ კი, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ობამას ადმინისტრაციაც იგივე დასკვნამდე მივიდა. ამის შემდეგ გაჩნდა შეერთებულ შტატებში ორპარტიული კონსესუსი, რომ პრობლემა გვაქვს რუსეთის მხრიდან მისი მეზობლების წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიასთან დაკავშირებით და საჭიროა ამაზე რეაგირება გავაკეთოთ.

საქართველო პირველი ნაბიჯი იყო და უკრაინა მეორე, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალა დასავლეთის შეხედულება იმაზე, თუ როგორ იქცევა პუტინი მსოფლიოში და რა უნდა გააკეთოს ამერიკამ საპასუხოდ.

2008 წლის ომის დროს თქვენ ამერიკის ელჩი იყავით ნატოში. როგორ გაიხსენებთ მოვლენებს, რომლებიც მაშინ ხდებოდა?

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის იყო, რომ დასავლეთ ევროპას არ სურდა ამ საკითხისთვის თავის გართმევა. ელჩად დავინიშნე და ნატოში 11 აგვისტოს ჩავედი, როცა ომის დაწყების შემდეგ ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბრიუსელში ვერ ჩამოვიდა, რადგან ომის გამო თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. მის ნაცვლად საქართველოს ელჩს ვესაუბრეთ.ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ მაშინ, როცა ვიცოდით, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ნატოს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან არ გვსურდა „კონფლიქტის მილიტარიზება.“

ჩემს ნატოელ კოლეგებს შევთავაზე, რომ გამოგვექვეყნებინა ნატოს განცხადება იმაზე, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ პოზიციებზე, რომელიც ჰქონდათ 2008 წლის 6 აგვისტომდე და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და ასევე მხარს ვუჭერდით პრეზიდენტ სარკოზის მიერ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მოლაპარაკებას.

ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას სურდა ნატოს ამ მარტივ განცხადებაზე დამთანხმდებოდა. ამბობდნენ, რომ ამის დრო არ იყო, რომ ლიდერები დასასვენებლად იყვნენ წასულები, რომ ეს ყველაფერი რთული იყო. ვერ ვთანხმდებოდით ტექსტზე და ა.შ. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ მაშინ, როცა ვიცოდით, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ნატოს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან არ გვსურდა „კონფლიქტის მილიტარიზება.“

მაშინ გადაწყვიტე, რომ თუ დასვლეთ ევროპასთან ვერაფერს გავაწყობდით, მე როგორც ამერიკის ელჩს ნატოში ხმამაღლა უნდა მელაპარაკა და ეს იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველა დასავლეთ ევროპული ტელევიზიის საშუალებით, იქნებოდა ეს ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ბრიტანეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მედია, მე ამეხსნა თუ რა ხდებოდა საქართველოში, რომ საჭირო იყო ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა. რამდეინმე კვირაში საქართველოში ჩავედით და იქაც იგივე გავაკეთე .”

ქართველი ჯარისკაცების ერაყიდან საქართველოში დაბრუნებამ, იმისთვის, რომ მათ საკუთარი სამშობლოს დაცვა შეძლებოდათ, ამერიკული საესკადრო ნაღმოსნების შავ ზღვაში შეყვანამ, კონლოდიზა რაისისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ყოფნამ და საჯარო სივრცეში ამ თემაზე საუბარმა ხელი შეუწყო რუსეთის წინსვლის შეჩერებას და კონფლიქტის სტაბილიზებას. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ვფიქროს ვითარება გაუარესდებოდა.

დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას აგრძელებს, საქართველო, როგორც ქვეყანა წინ მიიწევს. ამიტომაც იმსახურებს და ამიტომაც სჭირდება საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა.

ევროპაში მიმდინარე ზოგიერთ პოლიტიკური შეხედულებები წააქეზებს თუ არა რუსეთს საკუთარ ქმედებებში? მაგალითად ევროსაბჭოში მათი სტატუსის აღდგენა, სანქციების გაუქმება-არგაუქმებასთან დაკავშირებით ხშირად საუბარი, ნატოს ზოგიერთი წევრის მიერ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერება…

რუსეთის ევროსაბჭოში უკან მიღება ცოტა რთული თემაა, რადგან ევროსაბჭოში არავინ ამბობს, რომ რუსეთი ადამიანის უფლებებს პატივს სცემს, დემოკრატიაა და საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებს ჰგავს. გადაწყვეტილების ახსნისას, ევროპელები ამბობენ, რომ რუსეთი საბჭოში შემოვუშვით იმისთვის, რომ მას პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ საკითხებზე და რომ თუ მათთან დიალოგის პლატფორმა არ გექნება, დავკარგავთ მათზე ზეწოლის განხორციელების საშუალებას.

მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ რუსეთი საბჭოში არ უნდა დაებრუნებინათ და მათგან ანგარიშვალდებულება ამის გარეშე მოეთხოვათ. ევროპელების არგუმენტი ის კი არ იყო, რომ ყველაფერი დაივიწყონ, რასაც რუსეთი აკეთებს, არამედ საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საუკეთესო გზას ეძებდნენ იმისთვის, რომ რუსეთს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე პასუხი მოსთხოვონ.

რაც შეეხება რუსეთის ქმედებებს საქართველოში, უკრაინაში, სკრიპალის მოწამვლასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ევროპის პოზიცია უფრო მკაცრი გახდა. ევროპა და ამერიკა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს აგრძელებენ და აძლიერებენ. რუსეთი იგივე პოზიციაზე რჩება, მაგრამ ამერიკისა და ევროპის პოზიციები უფრო მყარი და უფრო მოქნილია ვიდრე წარსულში.

amerikiskhma.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.