ზელენსკიმ სამხედრო აღლუმი გააუქმა, დაზოგილი თანხიდან სამხედროებს პრემიებს დაურიგებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა სამხედრო აღლუმი, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზელენკისმ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მასშტაბური სამხედრო ღონისძიების გაუქმებით დაზოგილი სახრებით, ის ფულად პრემიებს გადასცემს სამხედრო მოსამსახურეებს.

აღლუმის გაუქმებით დაახლოებით 300 მლნ უკრაინული ჰრივნა დაიზოგა, დაახლოებით 12 მლნ აშშ. დოლარი.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.