ზელენსკი: პუტინს პირველ შეხვედრაზე ვეტყოდი, რომ ყირიმი და დონბასი – ეს უკრაინაა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, პუტინთან თავის პირველ შეხვედრაზე მას ეტყოდა, რომ ყირიმი და დონბასი – ეს უკრაინაა. ამის შესახებ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც პირველად შეხვდებით პუტინს, რას ეტყვით?“ – შეეკითხა ჟურნალისტი ზელენსკის. „დავიწყოთ იმით, რომ დონბასი და ყირიმი – ეს უკრაინაა“ – უპასუხა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ყირიმი დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში და განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ეს ნახევარკუნძული და რომ ბევრჯერ არის იქ ნამყოფი. „ჩემთვის ყირიმი ყოველთვის იყო და დარჩება უკრაინის ნაწილად“, – აცხადებს იგი.

ზელენსკის თქმით, კიევში დარწმუნებული არიან, რომ ანტირუსული სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არ აღდგება.

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ტერიტორიების დაბრუნებაში და ცეცხლის შეწყვეტაში დაეხმარება. „თუკი ეს ინსტრუმენტი არ მუშაობს, ესეიგი მექანიზმი უნდა შეივსოს“, – აცხადებს ზელენსკი.

https://ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.